» » ჰაინკესი არიენ რობენის შესახებ საუბრობს

ჰაინკესი არიენ რობენის შესახებ საუბრობს

19-დეკ-2017, 16:45
0394
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, გერმანიის თასის ეგიდით, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ავრცელებს. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, არიენ რობენის ფიზიკური კონდიციები, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვეტერანმა ვინგერმა "გერმანულ კლასიკოში" იასპარეზოს.

"არიენ რობენი კარგად ვარჯიშობს და შეიძლება ითქვას, რომ ტკივილს აღარ განიცდის. მე არ მსურს, ზედმეტი რისკი გავწიო. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა და თვითონ მან აღნიშნა, რომ სათამაშო მოედანზე გასვლა, ჯერ-ჯერობით ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ხვალინდელ შეხვედრაში იგი მონაწილეობას არ მიიღებს"-განაცხადა ჰაინკესმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" დამრიგებელმა ასევე ისაუბრა მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ "ბაიერნის" კიპერი, ყატარში კლუბთან ერთად, ზამთრის შეკრებაზე არ გაემგზავრება.

"მანუელი გერმანიაში დარჩება, იგი გუნდთან ერთად ყატარში არ გაემგზავრება! ამ საკითხთან დაკავშირებით, მინიმალური რისკიც კი დაუშვებელია. მისთვის ფიზიკურ დატვირთვებს, ეტაპობრივად გავზრდით"-დაასრულა ჰაინკესმა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..