» » რუმენიგე : გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ

რუმენიგე : გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ

15-იან-2018, 12:23
0343
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ვეტერანი ვინგერების, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მიუნხენური კლუბის დირექცია, ხსენებულ ფეხბურთელებს მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, ბავარიელთა ხელმძღვანელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ვნახოთ თუ როგორ განვითარებას ჰპოვებს მიმდინარე საფეხბურთო სეზონი. შესაძლოა კონკრეტული გადაწყვეტილება მოგვიანებით მივიღოთ. აუცილებელია ჩვენს გადაწყვეტილებაში, გრძელვადიანი ხედვა შეინიშნებოდეს. კარგად უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად გამართლებული იქნება, ხსენებულ ფეხბურთელებთან ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება, შესაძლოა ჩვენ არაპოპულარული ნაბიჯიც კი გადავდგათ"-ციტირებს კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Sport1-ი.

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა, გერმანული გრანდის კარის დარაჯმა სვენ ულრაიხმა. ბავარიელთა კიპერის განცხადებით, ფრანკ რიბერის კვლავაც შეუძლია კლუბისათვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს.

"შესანიშნავია როდესაც გუნდში, შენს გვერდით ასეთი დონის ფეხბურთელი თამაშობს. რიბერის მალე 35 წელი შეუსრულდება, მაგრამ იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებს, კვლავაც მაგალითს აძლევს იმისას, თუ როგორ მართებთ მათ მუშაობა. როდესაც იგი მოედანზეა, როგორც წესი ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, მომავალი ერთი ან ორი წლის განმავლობაში, მას შეუძლია ბაიერნის რიგებში, კვლავაც მაღალ დონეზე იასპარეზოს."-აღნიშნა სხვენ ულრაიხმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..