» » კომენტარები: ბაიერნი 4 - 2 ვერდერი

კომენტარები: ბაიერნი 4 - 2 ვერდერი

21-იან-2018, 23:56
0272
„ბავარია“ აგრძელებს პოზიციების გამყარებას სატურნირო ცხრილის თავში. ვერდერთან საშინაო მოგების წყალობით ანგარიში 4:2 რეკორდმაისტერმა უპირატესობა მე-2 ადგილოსან გუნდთან კიდევ უფრო მეტად გაზარდა. თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა იუპ ჰაინკესი 100 პროცენტით კმაყოფილი არ დარჩენილა: „დღეს ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ არ ვმოქმედებდით, დაცვიდან კი მეტად ნელ ტემპში გამოვდიოდით“ - განაცხადა ჰაინკესმა.


მატჩის შემდომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „ჩვენ იმ გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა. „ვერდერის“ ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ შეტევაში და დაბნეულებაში შევყავდით. „დღეს ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ არ ვმოქმედებდით, დაცვიდან კი მეტად ნელ ტემპში გამოვდიოდით. ჩვენ განმასხვავებელ თვისებას ის წარმოადგენს, რომ ასეთი რთული მატჩებიდან გამოსვლა შეგვიძლია. „ვერდერმა“ ძალიან კარგი თამაში აჩვენა და სრულიად არ გავდა იმ გუნდს, რომელიც ბუნდესლიგაში დარჩენისათვის იბრძვის“.

თომას მიულერი: „ვერდერი“ ძალიან კარგად თამაშობდა, ჩვენ კი მაშინვე ვერ შევედით თამაშში. ჩვენთვის ეს საკმაოდ გრძელი კვირა იყო. პარასკევს ვთამაშობდით, შემდეგ კი მხოლოდ კვირას. ბევრის გაანალიზება გვჭირდება, ისევე როგორც ნებისმიერი მატჩის შემდეგ. ნამდვილად იმ დონეზე არ ვართ ჯერ, რომელზეც სურვილი გვაქვს რომ ვიყოთ“.

ფლორიან კოჰფელდტი (ვერდერის მწვრთნელი): „ეს შესანიშნავი მატჩი იყო. თამამად გვსურდა რომ გვეთამაშა და მატჩის უმეტესი ნაწილი ეს გამოგვივიდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ მარცხით, რადგან ვთვლიდი, რომ როგორც მინიმუმ ერთი ქულის აღება მაინც შეგვეძლო. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რაც ვაჩვენეთ“.

მაქს კრუზე (ვერდერი): მატჩის დიდი ნაწილი ჩვენ კარგ თამაშს ვაჩვენებდით. მაგრამ საბოლოოდ მთავარი ქულებია. როდესაც გუნდი 4 გოლს უშვებს, გამოდის ყველაფერი სწორად არ ჩაგვიტარებია. ნამდვილად შეგვეძლო უკეთესი შედეგი მიგვეღო“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..