» » რობენი: მეამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ

რობენი: მეამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ

9-02-2018, 13:15 -ss- სიახლეები 0

რობენი: მეამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, გერმანულ ავტორიტეტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამაყია ხსენებულ გუნდში ასპარეზობით. ვეტერანი ვინგერი, საკუთრ თანაგუნდელებს მოუწოდებს, ბუნდესლიგაში არსებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, სათამაშო რითმი შეინარჩუნონ და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლონ.

"მე ძალიან მეამაყება, რომ ამ დიდებული კლუბის წევრი ვარ. მხედველობაში მაქვს, მიუნხენის "ბაიერნის" მოქმედება და პოლიტიკა. "ბავარია" მუდმივად წარმატებას აღწევდა მხოლოდ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი მუშაობის წყალობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ მას უღრმესი კომპლიმენტები მივუძღვნა. მაგრამ ახლა ჩვენ სათამაშო რითმი არ უნდა დავკარგოთ. ამან შეიძლება უარყოფითი ასახვა ჰპოვოს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დროს."-ციტირებს გამოცემა Kicker-ი, არიენ რობენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მონაცემების მიხედვით, იუპ ჰაინკესის შეგირდები, მოპოვებული 53 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან მოქცეულები და უახლოეს მდევარ ლევერკუზენის "ბაიერს", თვრამეტქულიანი სხვაობით უსწრებენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.