» » ლევანდოვსკი: ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია

ლევანდოვსკი: ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია

19-02-2018, 15:00 -ss- სიახლეები 1

ლევანდოვსკი: ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი მოიერიშე, რობერტ ლევანდოვსკი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი კლუბები მოიაზრებიან, მთავარ ფავორიტებად, აღნიშნულ საფეხბურთო ფორუმზე, 29 წლის გოლიადორმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"ჩვენი სურვილია ყველა ტურნირის მოგება. თუკი მიუნხენის "ბაიერნი" შეძლებს და მოიგებს უეფას ჩემპიონთა ლიგას, ეს სენსაცია ნამდვილად არ იქნება. მანჩესტერ "სიტი" ხსენებული ტურნირის მთავარი ფავორიტია, მის შემდეგ კი მოდის მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი"

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ლევანდოვსკი ასევე გამოეხმაურა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პოლონელი ფეხბურთელი "სამეფო" კლუბის რიგებში ასპარეზობით არის დაინტერესებული და ამ ფაქტს მორიგი სპეკულაცია უწოდა.

"მოცემულ მომენტში მე თავს არ ვიღლი მსგავსი აზრებით. თუ მე, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, დავიწყებ ფიქრს ამ სპეკულაციებზე, ეს ჩემს სასარგებლოდ ნამდვილად არ აისახება. ამ შემთხვევაში საჭირო კონცენტრაციას უბრალოდ დავკარგავ. მე "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ და მსურს მივცე ჩემს კლუბს მაქსიმუმი. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი"-ციტირებს გამოცემა Goal-ი რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.
0
2

TAMARA (19 თებერვალი 2018 17:43)

რაღაც ჭიკჭიკებ შენ უშნიდ. თუ ტყუილია რასაც წერენ თქვი პირდაპირ. არსად წასვკას არ ვაპირებთქო. ან თუ ასე გაქვს გულში მადრიდი, მიბრძანდი. 100 მილიონს მაინც გადაიხდიან. შენ კი ჩაიცვი პიჟამო და ითამაშე გალაქტიკოში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.