» » მიუნხენის "ბაიერნმა" "ბეშიქთაში" გაანადგურა

მიუნხენის "ბაიერნმა" "ბეშიქთაში" გაანადგურა

21-02-2018, 12:03 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

მიუნხენის
სამშაბათს, 20 თებერვალს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშს" უმასპინძლა. "ბავარიელებმა" მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანას და 14 მარტს, თურქეთში გასამართი განმეორებითი შეხვედრა, უბრალო ფორმალობად აქციეს. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი -"დასაწყისი არც თუ ისე კარგი გამოგვივიდა, რის შედეგადაც არასაკმარისად ლაღად ვკომბინირებდით. რა თქმა უნდა, შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი, მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაძევება და შესვენებამდე გატანილი გოლი იყო. უმცირესობაში მყოფ "ბეშიქთაშს" გაცილებით მეტი სირბილი უწევდა. შეხვედრის მეორე ნახევარში "ბავარიამ" ტემპს უმატა, ასევე გავაუმჯობესეთ ბურთის კონტროლიც. მოწინააღმდეგეს ძალზედ გაუჭირდა"

თომას მიულერი -"მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაძევებამ, ჩვენ დიდი უპირატესობა მოგვცა. პირველ ტაიმში არასაკმარისად აგრესიულები ვიყავით, შეხვედრის მეორე ნახევარში კი სავსებით განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. სათამაშო ტემპი გავზარდეთ, რის შედეგადაც თურქებს უკვე დიდი ძალების გაღება უწევდათ. განმეორებით მატჩამდე ჩვენ დიდებულ რეზულტატს მივაღწიეთ. ვიცოდით რომ დიდი ანგარიშით მოგება გვმართებდა, რადგანაც თურქეთში, სრულიად სხვა თამაში გველოდებოდა"

იოშუა კიმიხი -"რა თქმა უნდა, გაგვიმართლა როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა პირველ ტაიმში თავი მშვიდად მაინც არ გვიგვრძნია. მეტოქეს რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობაც მივეცით. შესანიშნავი იყო ის ფაქტიც, რომ 3-0 ის შემდეგ "ბავარია" შეტევებს კვლავ აგრძელებდა. ეს დამსახურებული გამარჯვებაა."

შენოლ გიუნეში (ბეშიქთაშის მთავარი მწვრთნელი) -"დღეს მეტოქე, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ძლიერი იყო. ჩვენ სიამოვნებით ვითამაშებდით უკეთ, მაგრამ მე-16 წუთის შემდეგ უმცირესობაში დავრჩით და ძალზედ გაგვიჭირდა. როგორც ფიზკური ისე მორალური თვალსაზრისით ჩვენ უბრალოდ დავნებდით. მეორე ტაიმში, მეტოქემ ჩვენი მდგომარეობა მთლიანად გამოიყენა, ჩვენ წინ წასვლას ვერ ვახერხებდით. ვცდილობდით დაცვაში ეფექტურად გვეთამაშა თუმცა არც ეს გამოგვდიოდა. წითელმა ბარათმა უბრალოდ გაგვანადგურა. მე მაინც ამაყი ვრჩები ჩემი ფეხბურთელებით."
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.