» » ვან გაალი: "ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან"

ვან გაალი: "ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან"

1-03-2018, 00:05 dachi8 სიახლეები 0

ვან გაალი:
ჰოლანდიელმა სპეცციალისტმა ლუის ვან გაალმა, მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო გააკრიტიკა, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ დამოკიდებულების გამო. „ბავარიის“ ყოფილი მწვრთნელი ინტერვიუში, ასევე რეკორდმაისტერსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის განსხვავებაზე საუბრობს.

“ბაიერნის“ ნახევარმცველი ბასტიან შვანშტაიგერი 2015 წლის ზაფხულში, ინგლისში გადაბარგდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირა თავისი მომავალი. იმ დროისათვის, იუნაიტედს, მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი ხელმძღვანელობდა. მაგრამ 1 წლის შემდეგ ჰოლანდიელი სპეციალისტი, პორტუგალიელმა ჟოზე მაურინიომ შეცვალა და გერმანელი ნახევარმცველი „წითელი ეშმაკების“ სარეზერვო გუნდში აღმოჩნდა.

თუმცა, სანამ შვაინი „ჩიკაგო ფაირში“ გადაბარგდებოდა, ის 1-ელ გუნდში დაბრუნდა, სადაც გამგზავრებამდე 3 მატჩი ჩაატარა.

მოგვიანებით მაურინიომ განაცხადა, რომ გერმანელთან მიმართებაში შეცდა.

"შვაინშტაიგერი ასაკოვანი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ხანდაზმული, - იძახის ვან გაალი Sport Bild-თან ინტერვიუსას. „ამის მიუხედავად, მისმა სხეულმა ვერ შეძლო პრემიერ-ლიგის მაღალ მოთხოვნილებასთან გამკლავება. ბავარიამ ის ჩვენ მოგვყიდა, როგორც შესაბამისი ფეხბურთელი, მაგრამ სინამდვილეში ფიზიკურად ის ბოლოსკენ იყო გასული“.

„როგორც მაურინიო ეპყრობოდა მას, შვაინი ამას არ იმსახურებდა. ეს სირცხვილია, რადგან ის ისეთი ფეხბურთელია, როგორც ლუის ენრიკე, მარკ ვან ბომელი ან ფილიპ ლამი, პერსონაჟი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ავლენს ხასიათს“ .

„მე მსურდა მათს ჰუმელსის გადმოყვანა „მანჩესტერ იუნაიტედში“, მაგრამ იმ დროისათვის ის სუსტ სეზონს ატარებდა და ჩვენ საბოლოოდ ეს არ გავაკეთეთ“.

„შემიძლია დავადასტურო, რომ მე მიულერი მჭირდებოდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყეთ, რადგან „ბავარიამ“ გაგვაგებინა, რომ ისინი მას არ გაყიდდნენ“.

იმის მიუხედავად, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი დათხოვნილი იქნა „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, აცხადებს, რომ მას კვლავ თბილი დამოკიდებულება აქვს კლუბთან, რომელიც მისი სიტყვებით, „მანჩესტერ იუნაიტედისაგან“ განსხვავებული კლუბია.

„რა თქმა უნდა, კი", - იძახის ვან გაალი, როდესაც მას ჰკითხეს უყვარს თუ არა მას კიდევ „ბავარია“.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ რომელსაც მე ბოლოს ვწვრთნიდი - ეს კომერციული კლუბია. სრულიად განსხვავდება „ბავარიისგან“. ხელმძღვანელები, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი - ყოფილი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც იციან, თუ რაზე ლაპარაკობენ. მათთვის ფეხბურთი ყველაზე მნიშნელოვანია და არა ფული, როგორც ახლა „იუნაიტედშია“ - აი ამიტომ მიყვარს „ბავარია“ - იძახის ვან გაალი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.