» » ტიაგო: შთაბეჭდილების ქვეშ არ ვარ

ტიაგო: შთაბეჭდილების ქვეშ არ ვარ

7-03-2018, 22:20 dachi8 სიახლეები 0

ტიაგო: შთაბეჭდილების ქვეშ არ ვარ
“ბავარიის“ ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გამოტდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა შორის მის აღფრთოვანებას ცოტა ვინმე თუ იწვევს.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთი მშვენიერია, მაგრამ არ მაკვირვებს. მხოლოდ მესის თამაშის შემდეგ ვიძახი WOW (ვაუ)“. ვისთან ვისურვებდი თამაშს? „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“. ბევრი გუნდია, ვის წინააღმდეგაც თამაში საინტერესო იქნებოდა. მაგრამ არ არსებობს გუნდი, რომლის თამაშიც შთამბეჭდავია ჩემთვის. ყველგან ისეთივე ფეხბურთელები არიან, როგორიც ჩვენ ვართ. საჭიროა დავუპირისპირდეთ და გავიგოთ, თუ რომელი გუნდია უფრო ძლიერი ამ მომენტისათვის“, - განაცხადა ტიაგო ალკანტარამ.

ჩემპიონთა ლიგის ¼-ის 2 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია - მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“. „იუვენტუსსა“ და „ტოტენჰემს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაზელს“ შორის გამარჯვებულები კი დღეს გამოვლინდება.
მოდევნო კვირას კი დანარჩენი 4 გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. კენჭისყრა 16 მარტსაა დაგეგმილი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.