» » ეფენბერგი ბაიერნს აფრთხილებს

ეფენბერგი ბაიერნს აფრთხილებს

18-03-2018, 00:29 dachi8 სიახლეები 1

ეფენბერგი ბაიერნს აფრთხილებს
ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიის“ მომდევნო მეტოქე არც „რეალი“ და არც „ბარსელონაა“. ეს „სევილიაა“. სუსტი მეტოქე? არა - იძახის შტეფან ეფენბერგი.

online.de-ს მიმომხილველი, „ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი შტეფან ეფენბერგი თავის ყოფილ გუნდს სევილიის შესახებ გაფრთხილებას აძლევს.

„მე ამას იღბლიან კენჭისყრას არ დავარქმევდი. ეს მეტოქე ქაღალდზე რომას გვერდითაა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ვსაუბრობთ - ვინ იქნება სუსტი? ამ გუნდმა მერვედფინალში პირველი მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოიშორა და ბოლო წლებში, 3 წლის განმავლობაში დომინირებდნენ ევროპის ლიგაზე და თუ „ბავარია“ 100%-ით არ დაიხარჯება, მათაც შეიძლება მარცხი იწვნიონ“ - იძახის ეფენბერგი.

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩების ჩატარების დრო უკვე ცნობილია და „ბავარია“ „სევილიას“ 3 აპრილს „რამონ სანჩეს პისხუანის“ სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, რომელიც 45 500 მაყურებელს იტევს. საპასუხო მატჩი კი 11 აპრილს „ალიანც არენაზე“ ჩატარდება.
2
0

heineken (18 მარტი 2018 14:50)

სრულიათ მართალია ეფე 100% მობილიზებაა საჭირო
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.