» » ჰაინკესს ტიტულის გაფორმება სურს

ჰაინკესს ტიტულის გაფორმება სურს

6-04-2018, 23:09 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესს ტიტულის გაფორმება სურს
„ჩვენ მივდივართ აუგსბურგში გამარჯვებისთვის და თუ გავიმარჯვებთ, ჩემპიონები გავხდებით“, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა მატჩამდე 1 დღით ადრე. 28 ტურის შემდეგ „ბავარია“დამაჯერებლად ლიდერობს ბუნდესლიგის ცხრილში, სადაც უახლოეს მდევარ „შალკე 04“-ს 17 ქულით უსწრებს. აუგსბურგში მოგების შემთხვევაში მიუნხენელები, სხვა მატჩების შედეგებისგან დამოუკიდებლად, მათემატიკურად ზედიზედ მე-6 ჩემპიონობას გაიფორმებენ.

„ჩვენ ჩვენი ძალებით გვსურს გერმანიის ჩემპიონად გახდომა. ეს ჩვენი განზრახვაა“, - ხაზი გაუსვა რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა. მაგრამ აქ მხოლოდ 1 პრობლემაა. „მოწინააღმდეგე შეეცდება ხელი შეგვიშალოს. „აუგსბურგი“ კარგ სეზონს ატარებს. უბრალო მატჩი ნამდვილად არ იქნება. ეს ამბიციური გუნდია ამბიციური მწვრთნელით“, - განაცხადა ჰაინკესმა.

პატარა საკადრო პრობლემები

ამის მიუხედავად, 72 წლის სპეციალისტი სულმოუთმენლად ელის მეზობლებთან თამაშს „კარგია, რომ წინ ხანმოკლე მგზავრობა გველის. აუგსბურგში ჩვენ ავტობუსით კომფორტულად გავემგზავრებით“, - ყვება ჰაინკესი, რომელსაც მოახლოებულ მატჩში რამოდენიმე ფეხბურთელის იმედი ტრავმების გამო ვერ ექნება.
კორენტენ ტოლისოს (მას კვლავინდებურად ფეხზე პრობლემები აქვს), ტიაგოს (მუხლის დაზიანება) და ხუან ბერნატის (ის კვლავ ვარჯიშობს) მატჩში მონაწილეობის საკითხი დამასრულებელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება. თუმცა აუსგბურგში „ბავარიის“ ყველა ფეხბურთელი გაემგზავრება.

მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი განაცხადში შეყვანილნი არ იქნებიან, იგივე ეხება არტურო ვიდალსაც, რომელმაც ტრავმა „სევილიასთან“ მატჩში მიიღო. დავიდ ალაბაც ჯერ ვერ ვარჯიშობს, ამიტომ ისიც განაცხადის მიღმადარჩება.

საღამოს წვეულება არ იგეგმება

„მე წავიყვან ყველა ფეხბურთელს, რადგან შესაძლებლობა გვაქვს ჩემპიონები გავხდეთ“, - იძახის ჰაინკესი. დიდი საღამოს წვეულება, მატჩის წარმატებით დასრულების შემთხვევაში არ იგეგმება. წინ შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს „სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, ვიმედოვნებ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გველოდება. ჩვენ ჩემპიონობის აღნიშვნა მაშინ შეგვიძლია, როდესაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. აი მაშინ შესაძლებელი იქნება ქალაქი წითელ ფერებში მოვრთოთ“. ამასთან მწვრთნელმა აღნიშნა, რომ 1 ბოკალი შამპანური გასახდელში ნებადართული იქნება“.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.