» » ულრაიხი : დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

ულრაიხი : დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

11-04-2018, 11:56 -ss- სიახლეები 1

ულრაიხი : დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი, რომელიც მანუელ ნოიერის არყოფნის პერიოდში, "რეკორდმაისტერის" ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადრეულ წლებში საკუთარი სათამაშო ამპლუის შერჩევა, ნოიერთან არსებული ურთიერთობა და პირადი განცდები, რომლის მცირე ამონარიდსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სინამდვილეში, ხსენებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ოჯახური მიზეზი ედო. მამაჩემიც მეკარე იყო, ისევე როგორც ჩემი ბიძაშვილი. მეც მსურდა, რომ მათსავით ვყოფილიყავი. მართალია ჩემი საფეხბურთო კარიერა, მარცხენა ფლანგზე ასპარეზობით დაიწყო, თუმცა ძალიან მალე კარებში გადავინაცვლე. იყო ისეთი დღეებიც, როდესაც ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა შეტევაში მეთამაშა, ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრ გოლს ვუშვებდი. თუმცა მთლიანობაში ბედნიერი ვარ, რომ კიპერი გავხდი და დღეს სწორედ ამ პოზიციაზე ვასპარეზობ"

"რა თქმა უნდა, ბავარიაში გადმოსვლისას, მსურდა რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩამეტარებინა, თუმცა ვიცოდი რა კლუბში არსებული სიტუაცია, მოცემულობას გაგებით ვეკიდებოდი. ერთ-ერთი მიზეზი, იმისა თუ რატომაც გადვმოვბარგდი მიუნხენში, იყო ის რომ აქ მექნებოდა შესაძლებლობა, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებთან ერთად მევარჯიშა და საკუთარი სათამაშო ხარისხი მკვეთრად გამეუმჯობესებინა. ნოიერი სწორედ ასეთი ფეხბურთელია. იყო წარმატებული საკუთარ გუნდში ეს შესანიშნავია, მაშინაც კი თუ ხშირად ვერ ხვდები მოედანზე. რა თქმა უნდა, სულ სხვაა, როდესაც თამაში გიწევს და გაქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი წარმოაჩინო. იყო შემთხვევები, როდესაც თავში მიელვებდა აზრი "მეც მინდა თამაში" , თუმცა საკუთარი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია."

"მიუნხენში გატარებული პირველივე დღეებიდან, როგორც სტადიონზე ისე მის ფარგლებს გარეთ, ჩემსა და მანუელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ვარჯიშებზე მრავალ რამეს განვიხილავთ. ამაზე უკეთესი ურთიერთობა მე არც ერთ სხვა მეკარესთან არ მქონია."

"ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში პირველი მეკარე გავხდი და საკუთარ მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ვცდილობ გუნდის საერთო წარმატებაში, ჩემი წვლილი შევიტანო. მოხარული ვარ, რომ შევძელი "ბაიერნს" დავხმარებოდი, როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, ისე ქვეყნის ნაციონალურ ჩემპიონატში."-ციტირებს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი, სვენ ულრაიხის სიტყვებს.
2
0

dachi8 (12 აპრილი 2018 03:40)

ab ვაახ, თან მეთანაღრება გული მაინც სვენი რომ დგას კარში ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.