ჰაინკესი : დღევანდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰაინკესი : დღევანდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით

ჰაინკესი : დღევანდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით

11-04-2018, 12:58 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი : დღევანდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით
მოპოვებული პირველი ტიტულის შემდეგ, ბავარიელთა მიზანს დარჩენილ ორ ტურნირზე, წარმატებული ასპარეზობა წარმოადგენს. მიუნხენელებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური სურთ. რომლის დაუფლებასაც, სევილიასთან დღეს გასამართ განმეორებით მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში შეეცდებიან. "რეკორდმაისტერთა" ბანაკში სულმოუთმენლად ელიან ხსენებული ორთაბრძოლის დაწყებას.


"შემდეგ ეტაპზე გასვლა გვწყურია. ამ წელს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან, ძალიან კარგი სეზონი ჩავატაროთ. ამისათვის კი მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ უნდა წარიმართოს."-ციტირებს სანდრო ვაგნერის სიტყვებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

"ჩვენს წინაშე სხვა გამოწვევებიც დგას. მომავალი დღეების განმავლობაში ძალიან მძიმე მატჩები გველის. განსაკუთრებით რთული იქნება "ალიანც არენაზე" გასამართი მატჩი სევილიას წინააღმდეგ. ეს ძალზედ სერიოზული მოწინააღმდეგეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში ჩვენ ძალიან კარგი ნიადაგი მოვიმზადეთ, ნახევარფინალში ასპარეზობისათვის"-ეს კი გერმანული გრანდის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

საინტერესოა მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის განწყობა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რომელმაც შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა. "თუ შენ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1-2 დამარცხდი, მაშინ განმეორებით მატში რისკზე უნდა წახვიდე და მეტოქეს შეუტიო. ინიციატივა საკუთარ ხელებში უნდა აიღო. სწორედ ამის გაკეთებას შეეცდება სევილია. ჩვენ ვიცით, თუ რას უნდა ველოდეთ სტუმარი გუნდისაგან. ვეცდებით საშინაო კედლებში ვითამაშოთ ისე, როგორც ამას მიჩვეულები ვართ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ, გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ფეხბურთელებს ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ-ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა!"


არტურო ვიდალის და დავიდ ალაბას გარეშე

მიუნხენის "ბაიერნი" ზემოხსენებულ დაპირისპირებას რამდენიმე საკადრო პრობლემით ხვდება. გუნდს ვერ დაეხმარება არტურო ვიდალი, რომელმაც მუხლის არეში დაზიანება მიიღო და დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. პრობლემები აქვს დავიდ ალაბასაც, რომლის ფიზიკური კონდიციები ჯერ კიდევ არ დგას სათანადო დონეზე.

"მიმაჩნია, რომ დავიდს ჯერ კიდევ ესაჭიროება რამდენიმე დღე, სრული რეაბილიტაციისათვის. შაბათს მას ექნება შესაძლებლობა მოედანზე გავიდეს."-აცხადებს იუპ ჰაინკესი
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.