ჰაინკესი: ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჰაინკესი: ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ

ჰაინკესი: ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ

14-04-2018, 13:05 -ss- სიახლეები / ანონსი 5

ჰაინკესი: ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ
შაბათს 14 აპრილს, გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მასპინძლობს. ნაადრევად მოპოვებული ჩემპიონობის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ განცხადება, თავად ბავარიელთა გამოცდილმა დამრიგებელმა, იუპ ჰაინკესმა გააკეთა.


"მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემადგენლობაში შესანიშნავი პერიოდი მაქვს გატარებული, ვიყავი საკვანძო ფეხბურთელი და ჩემი კვალი დავტოვე ამ კლუბის ისტორიაში. ეს მატჩი ჩემთვის ორმაგი მნიშვნელობისაა, რადგანაც იგი ბოლო იქნება სადაც ამ კლუბის წინააღმდეგ ვიმოქმედებ. მიუხედავად დიდებული წარსულისა, მაქვს სურვილი, რომ კონკრეტულად ამ შეხვედრაში გამარჯვება ვიზეიმო. ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ, თუმცა ამის გამო გაჩერებას არ ვაპირებთ"-აღნიშნა ჰაინკესმა.

რაც შეეხება სტუმარი გუნდის სატურნირო მდგომარეობას. დიტერ ჰეკინგის შეგირდები, მოპოვებული 40 ქულით ბუნდესლიგაში მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ აქტივში 11 მოგება, ამდენივე მარცხი და შვიდი ფრეა აღნიშნული. "სინამდვილეში ჩვენ დასაკარგი არც არაფერი გვაქვს. ვეცდებით ქულა მაინც ავიღოთ"-აცხადებს ბორუსიელთა თავკაცი.

შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
2
0

Gallardo (14 აპრილი 2018 19:43)

dachi8,
ყველა დაასვენა მაქსიმალურად ვინც სევილიასთან იყო
1

dachi8 (14 აპრილი 2018 19:09)

Gallardo,
ჩვენებიც შეცვლილი შემადგენლობით გავლენ. ტოლისო, რუდი, ბერნატი, ვაგნერი იქნებიან 100%
0

Gallardo (14 აპრილი 2018 16:53)

-ss-,
მაგის შანსიც არის, ბევრი ფეხბურთელი დააკლდება გლადბახს
1

-ss- (14 აპრილი 2018 16:41)

Gallardo,
მოვიგებთ ჰანდიკაპით
1

Gallardo (14 აპრილი 2018 14:55)

იუპის დაბრუნების შემდეგ ზუსტად გლადბახი იყო პირველი გუნდი ვისთანაც წაგება იწვნია ბაიერნმა. ეხლა ჩვენი ჯერია!
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.