» » ბავარიელი გოლიადორები

ბავარიელი გოლიადორები

15-04-2018, 12:15 -ss- სიახლეები / სტატისტიკა 2

ბავარიელი გოლიადორები
მიუნხენის "ბაიერნმა" დაამარცხა რა მიონხენგლადბახის "ბორუსია" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. იუპ ჰაინკესის შეგირდებმა, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული ბოლო ექვსი შეხვედრის განმავლობაში 26-ჯერ აიღეს მეტოქე გუნდის კარი. საკუთარ ბადეში კი მხოლოდ 4 ბურთი მიიღეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.


178 - რობერტ ლევანდოვსკის მიერ ფატანილი მეხუთე გოლი "ბორუსიელთა" კარში, პოლონელი ფეხბურთელისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მან ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეშვიდე პოზიციაზე დამკვიდრდა. გარდა ამისა ეს გოლი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პოლონელმა მოიერიშემ მიუნხენური კლუბის მაისურით პირველად აიღო გლადბახელთა კარი. სულ კი მას ორჯერ აქვს "ბორუსიელთა" კარში ბურთი შეგდებული.

94 - მართალია საწყის წუთებში მიუნხენის "ბაიერნი" ჩვეული წარმატებით ვერ გამოირჩეოდა , თუმცა გუნდმა საკუთარი თამაში მალევე იპოვა. საშუალოდ მიუნხენელები 69,3 პროცენტით ფლობდნენ ბურთს, ხოლო მათ მიერ განხორციელებული გადაცემების სიზუსტე 94,6 პროცენტს შეადგენდა, რაც თავის მხრივ ბუნდესლიგის საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება. (წინა რეკორდი დორტმუნდის "ბორუსიას" ეკუთვნოდა. ფრაიბურგის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მათი მაჩვენებელი 93,7 % უდრიდა). განსაკუთრებული სიზუსტით გამოირჩეოდა ნიკლას ზულე (98,8%), რომლის თითქმის ყოველი პასი (84) ადრესატამდე მივიდა. მეორე ადგილზე იმყოფება ტიაგო ალკანტარა (97,1% 103 გადაცემიდან)

17- "ბავარიელებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თავით თამაში მათ კოზირს წარმოადგენს. სანდრო ვაგნერის თავური დარტყმით გატანილი გოლი რიგით მე-17 აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში. რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება. ამ მხრივ, წინა საფეხბურთო სეზონში მიუნხენის "ბაიერნმა" მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხა. გეტყვით იმასაც, რომ რეკორდი ასევე მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის. 2013/2014 წლის სეზონში "ბავარიამ" 21 ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი.

11- თომას მიულერმა ორი საგოლე გადაცემა განახორციელა. ამ ქმედებით მან მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, საკუთარი ასისტების რაოდენობა 11-მდე გაზარდა. ამ სტატისტიკური მონაცემებით "ბავარიელთა თილისმა" ბუნდესლიგაში მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ ფილიპ მაქსს (აუგსბურგი) ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 12 გადაცემა ირიცხება. გარდა ამისა მიულერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში 10 და მეტ შედეგიან გადაცემას აკეთებს.

4 - სანდრო ვაგნერმა, თომას მიულერის გადაცემები ეფექტურად გამოიყენა და შაბათ საღამოს დუბლის გაფორმება მოახერხა. ვაგნერი ოთხი თამაშია რაც ზედიზედ გამოირჩევა გატანილი გოლებით, რაც თავდამსხმელისათვის საუკეთესო მაჩვენებელია გერმანიის ჩემპიონატში. მიუნხენური კლუბის მაისურით გაფორმებული დუბლი კი პირველია ხსენებული ფეხბურთელისათვის.
2
0

dachi8 (15 აპრილი 2018 22:26)

Gallardo,
მეორე ტაიმი კარგად ითამაშეს
1

Gallardo (15 აპრილი 2018 12:25)

ყველაზე გასაკვირი ისაა რომ ლევანდოვსკიმ პირველად გაუტანა გლადბახს გოლი რაც ბაიერნშია
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.