» » La Gazzetta dello Sport : ემრე ჩანი შესაძლოა "ბავარიაში" დაბრუნდეს

La Gazzetta dello Sport : ემრე ჩანი შესაძლოა "ბავარიაში" დაბრუნდეს

17-04-2018, 14:26
0142
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს ცნობილი ინტერნეტ-პორტალი La Gazzetta dello Sport-ი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენური კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დაინტერესებულია ემრე ჩანის ტრანსფერით და შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს ხსენებული ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებში მოიწვიოს.


როგორც წყარო იტყობინება, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულსა" და ემრე ჩანს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებათა პროცესზე შეთანხმება კვლავაც მიუღწეველია და დიდი ალბათობით ხსენებული ფეხბურთელი ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ემრე ჩანის ტრანსფერით დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსიც", რომელიც ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს და წლიური ანაზღაურების სახით, 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

ემრე ჩანი, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" რიგებში 2014 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და ინგლისურ გუნდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ემრემ, ყველა ტურნირზე სულ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გახდა 6 გატანილი გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..