» » ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს

ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს

20-04-2018, 13:10 -ss- სიახლეები 4

ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შესახებ საუბრობს
საფეხბურთო სამყაროს ცოცხალი ლეგენდა ზინედინ ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. 45 წლის სპეციალისტის განცხადებით, თუ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა სურს, მაშინ "სამეფო" კლუბის ფეხბურთელებს მიუნხენში, რამდენიმე გოლის გატანა მართებთ.

"ჩემი გუნდის მიერ გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში, ბევრი გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა ეს ასე არ გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ ვნერვიულობ. სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია დამაკმაყოფილებელია. აუცილებელია პოზიტიურად განვეწყოთ. ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. მადრიდის "რეალს" მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს დაპირისპირება, ამ შეხვედრაში კი რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანოთ"-განაცხადა ზიდანმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ის, რომ მადრიდის "რეალს" საგოლე მომენტების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები გააჩნია, კარგად გამოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში. ბილბაოს "ატლეტიკოსთან" და საფეხბურთო კლუბ "მალაგასთან" გამართულ შეხვედრებში, "დედაქალაქელებს" უამრავი საგოლე მომენტი "გაუფუჭდათ".
1
0

dachi8 (20 აპრილი 2018 16:53)

LawLeSS,
ვან ბომელის რეკორდი უნდა დავამხოთ beach კარგი იქნება
0

-ss- (20 აპრილი 2018 13:34)

LawLeSS,
სწრაფი გოლი თუ გავიტანეთ აი ისეთი ატმოსფერო შეიქმნება სტადიონზე რო რავი, ბრაზილია-გერმანია განმეორდება :))
1

LawLeSS (20 აპრილი 2018 13:31)

-ss-,
მთავარია სწრაფი გოლი შევუგდოთ და მერე თამაშიც წაგვივა
1

-ss- (20 აპრილი 2018 13:30)

ამ შეხვედრაში თუ ვინმე გაიტანს ბევრ გოლს ეს ბაიერნი იქნება futbalist
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.