» » კლოპი: "1 წლიან პაუზასაც ვგეგმავ"

კლოპი: "1 წლიან პაუზასაც ვგეგმავ"

20-04-2018, 17:50 dachi8 სიახლეები 4

კლოპი:
„ბავარიის“ ახალი მწვრთნელის გარშემო შექმნილი საგა დასრულდა და საბოლოოდ რეკორდმაისტერმა არჩევანი ყოფილ ფეხბურთელზე ნიკო კოვაჩზე გააკეთა, რომელიც ამჟამად ფრანკფურტის „აინტრახტს“ წვრთნის.

პრესაში აქცენტი გერმანელ და გერმანულად მოლაპარაკე მწვრთნელებზე კეთდებოდა, მათ შორის იყო სპეკულაციები „ლივეპულის“ თავკაცის იურგენ კლოპის დანიშვნის თაობაზეც, თუმცა ამ ცნობას მეტად მწირი შანსი ჰქონდა სიმართლე რომ აღმოჩენილიყო, რადგან გერმანელ სპეციალისტს ინგლისელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

თავად კლოპმა მის გარშემო შექმნილ ჭორებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„კონტრაქტში არასოდეს არ მქონია პუნქტი, რომელიც ნებას დამრთავდა კლუბი ვადაზე ადრე დამეტოვებინა, ეს ფაქტია. „ბავარია“ სინამდვილეში ჩემით რომც დაინტერესებულიყო, ადვილი არ იქნებოდა, ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავადაც კი. მე ხომ „ლივერპულთან“ 4 წელი კიდევ მაკავშირებს და კლუბი ჩემით კმაყოფილია. აი ამიტომ „ბავარიისთვის“ განსაკუთრებული აზრი არ ჰქონდა ჩემი კანდიდატურა განეხილათ“. - აცხადებს გერმანელი.

იურგენ კლოპმა ისიც დაამატა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ განზრახული აქვს 1 წლიანი პაუზის აღება და დააყოლა რომ ეს უკვე შეთანხმებული აქვს ოჯახთან.
1
0

-ss- (20 აპრილი 2018 22:48)

dachi8,
ხოდა მითუმეტესს :) არა ისე მართლა საინტერესო იქნებოდა, ჯერ ერთი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია, მერე მეორე გამოცდილება აქვს ვერ დაუკარგავ, მესამე მისი გუნდისგან განსხვავებით მაგარი დაცვის ხაზი დახვდებოდა აქ, პლიუს ცენტრი. მგონი ცუდი არ იქნებოდა
0

dachi8 (20 აპრილი 2018 22:43)

-ss-,
ვენგერი ლაპარაკობს გერმანულად ab
0

-ss- (20 აპრილი 2018 22:32)

საინტერესოა ვენგერის კანდიდატურას თუ განიხილავდნენ ჩვენები. მესმის არაერთხელ ითქვა რომ გერმანულად მოლაპარაკე მწვრთნელი უნდოდათ მარა მაინც. ლიოვის მოსვლამდე საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა :))
0

LawLeSS (20 აპრილი 2018 20:07)

ტიპიური ავანტიურისტი ადამიანი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.