» » კომენტარები: ჰანოვერი 0 - 3 ბაიერნი

კომენტარები: ჰანოვერი 0 - 3 ბაიერნი

22-04-2018, 09:48 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ჰანოვერი 0 - 3 ბაიერნი
მორიგი თამაში, მორიგი გამარჯვება! „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მეტად კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების ქმედებებით „ჰანოვერთან“ მატჩში, რომელიც ანგარიშით 3:0 (0:0) დასრულდა.



მატჩის შემდგომი კომენტარები:

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. შესანიშნავი მატჩი იყო. თავდაჯერებული ფეხბურთის დემონსტრირება მოვახდინეთ და დიდი სიამოვნება მივიღე მატჩისგან“.

იუპ ჰაინკესი: „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. მთლიანობაში ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გუნდი მშვენიერ ფორმაშია, იმის მიუხედავად თუ ვინ თამაშობს და რომელ პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ რითმში დავრჩეთ, მოვუმატოთ და არ მოვუკლოთ. როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის თამაში გაქვს, მეტად მნიშვნელოვანია ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვო“.

.ნიკლას ზიულე: “პირველივე წუთიდან ჩვენ ძალიან, ძალიან კარგ თამაშს ვდემონსტრირებდით. არ დაგავიწყდეთ, რომ ოთხშაბათს ჩვენ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ამიტომ მწვრთნელმა დიდი როტაცია განახორციელა. დღეს ყველაფერმა კარგად იმუშავა“.

ანდრე ბრაიტენრაიტერი („ჰანოვერ 96“-ის მთავარი მწვრთნელი): „ვცდილობდით ზეწოლა მოგვეხდინა მეტოქეზე, პრესინგს მივმართავდით. 2 შესანიშნავი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პირველი გოლი მეტად ადვილად გავუშვით. „ბავარიამ“ შესანიშანავი ეფექტურობა წარმოადგინა, ისინი მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან და არ იყოფიან ძირითად და დუბლ გუნდებად. ყველა ფეხბურთელი 1-ლი ნომრიდან დაწყებული 30 ნომრამდე დამთავრებული უბრალოდ შესანიშნავია“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.