» » "ბავარიელთა" ბანაკში სრული საბრძოლო მზადყოფნა სუფევს

"ბავარიელთა" ბანაკში სრული საბრძოლო მზადყოფნა სუფევს

25-04-2018, 12:34 -ss- ანონსი 1

მიმდინარე საფეხბურთო სეზონის უმთავრესი მატჩი! ოთხშაბათს საღამოს 22:45 საათზე, "ალიანც არენაზე" გაიმართება, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის. ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ხსენებული წყვილი ურთიერთშეხვედრების რაოდენობით, პირველია აღნიშნულ ტურნირზე. ორივე გუნდს ერთი მიზანი ამოძრავებს, შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი მდგომარეობა, მადრიდში გასამართ განმეორებით მატჩამდე.

"სწორედ ახლა იწყება სუპერ-ორთაბრძოლები. სულმოუთმენლად ველი აღნიშნულ შეხვედრას. ჩვენ წინ გველის ყველაზე ცხელი კვირა."-აცხადებს მიუნხენური კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე. "ოთხშაბათს, ჩვენ უნდა შევეცადოთ და კარგ რეზულტატს მივაღწიოთ. სასურველია გავიტანოთ გოლები და საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ"-დასძინა "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.



დღესასწაული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის



"ეს არის ორი გუნდი, რომელებსაც ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. აღნიშნული მატჩი ნამდვილი დღესასწაულია ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის"-აღნიშნა ბავარიელთა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა, რომელმაც 1998 წელს ჯერ "სამეფო" კლუბს მოაგებინა უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი, ხოლო 2013 წელს კი მიუნხენის "ბაიერნს". 72 წლის სპეციალისტი ხსენებული მატჩისაგან ელის "თავდადებას, ემოციებით დატვირთულ თამაშს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ბევრი სიხარული და შესაძლოა იმედგაცრუებაც კი. ეს არის მატჩი, რომლის გამოც ფეხბურთელები დაუღალავად შრომობენ."

აღსანიშნავია გერმანული გრანდის რიგებში მოასპარეზე მოთამაშეების მოლოდინიც. "მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. ეს იქნება ნამდვილი დუელი, ორი თანაბარი ძალის მქონე გუნდების მონაწილეობით. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები და შესანიშნავ ფორმაშიც ვიმყოფებით. ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ერთგული გულშემატკივრების წინაშე. ეს სუპერ-დაპირისპირება იქნება!"-აცხადებს არიენ რობენი.



შემტევი ფეხბურთის თამაში



"ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ სასწორზე ახლა დევს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ კარგ პერიოდში ვიმყოფებით. ხსენებული მატჩი, ჩვენთვის საჭირო დროს გაიმართება. დაველოდოთ შედეგს. რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ გვაჩუქებს, წინ ცხელი შეხვედრა გველის"-იძახის "მიუნხენელთა თილისმა" თომას მიულერი.

გასულ სეზონში გამართულ ორთაბრძოლაში, ბავარიელებმა შეძლეს ანგარიშის გახსნა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ ანგარიშით 1:2. "ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ჩვენ წინა სეზონში დავუშვით იყო ის, რომ სახლში გამართული შეხვედრის დროს, არ ვაჩვენეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობები და ვმოქმედებდით გაუბედავად. ოთხშაბათს, ეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენ ძალიან კარგად ვუწყით, თუ რა დონეზე იმყოფება "რეალი", მაგრამ ჩვენ შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება გვმართებს. უნდა გვინდოდეს, რომ გავიტანოთ!"-აღნიშნა არიენ რობენმა.



დავიდ ალაბას და კორენტინ ტოლისოს გარეშე?



მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი საკადრო პრობლემებით ხვდება, ზემოაღნიშნული გრანდების დაპირისპირებას. როგორც ცნობილია, გუნდს ვერ დაეხმარება არტურო ვიდალი, მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი. სათუა კორენტინ ტოლისოს და დავიდ ალაბას თამაშიც. ორივე ხსენებულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნება მიღებული.

გამოცდილი სპეციალისტი, გასამართ დაპირისპირებაში ვერ ხედავს გამოკვეთილ ფავორიტსაც. "მადრიდის "რეალმა" ზედიზედ ორჯერ მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღება. სწორედ ამიტომ მათ გარკვეული უპირატესობები გააჩნიათ. თუმცა ჩვენც კარგ ფორმაში ვიმყოფებით. "ბავარიამ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გვინდა, რომ იგი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ. ჩვენ ფინალში გასვლა გვწადია."-იძახის იუპ ჰაინკესი. "რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს ეხება მადრიდის "რეალსაც"-დაამატა არიენ რობენმა.




მომზადებულია fcbayern.com-დაყრდნობით.
2
1

Mishka (25 აპრილი 2018 12:41)

რობენის მაგრად მჯერა ამ თამაშში და რატომღაც მგონია რო მანუ იდგება კარში cranky
trafaret bayern rekordera rekordera rekordera germany fansbay
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.