» » FCB : კომანმა ვარჯიში დაიწყო

FCB : კომანმა ვარჯიში დაიწყო

5-მაი-2018, 13:53
0362
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კინგსლი კომანთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ფრანგი ლეგიონერი მწვანე საფარზე მუშაობას უკვე შეუდგა. "იგი ბურთთან ერთად ვარჯიშობს, ყველაფერი კარგად მიდის. ვნახოთ როგორი იქნება გუნდთან ერთად მისი ვარჯიში. გერმანიის თასის ფინალურ ორთაბრძოლაში, შესაძლოა იგი განაცხადშიც კი მოხვდეს"-აცხადებს ბავარიელთა დამრიგებელი.

კიდევ ერთი კარგი სიახლე მანუელ ნოიერს უკავშირდება. 32 წლის კიპერი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ფიზიკურ დატვირთვებს ეტაპობრივად ზრდის. როგორც იუპ ჰაინკესი აღნიშნავს, მომავალი კვირა შესაძლოა გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს ხსენებული ფეხბურთელისათვის, თუმცა ამავედროს რისკზე წასვლას და მოვლენათა ფორსირებას იგი კატეგორიულად გამორიცხავს "აუცილებელია სიფრთხილე შევინარჩუნოთ. საქმე ძალიან მგრძნობიარე დაზიანებასთან გვაქვს. კიდევ ერთი შეცდომა დაუშვებელია."-აღნიშნავს გამოცდილი სპეციალისტი.

FCB : კომანმა ვარჯიში დაიწყო


FCB : კომანმა ვარჯიში დაიწყო


FCB : კომანმა ვარჯიში დაიწყო
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..