» » ბორდოს პრეზიდენტი: "მალკომი ჯერ კიდევ ოცნებობს ბავარიაზე"

ბორდოს პრეზიდენტი: "მალკომი ჯერ კიდევ ოცნებობს ბავარიაზე"

7-05-2018, 13:41 dachi8 სიახლეები 0

ბორდოს პრეზიდენტი:
იანვარ-თებერვალში „ბორდოს“ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველ მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირას აქტიურად უკავშირებდნენ „ბავარიას“, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ გერმანული მხარე ფეხბურთელის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მისით დაინტერესება იუპ ჰაინკსმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბავარიის სპორტული დირექტორის ჰასან სალიხამიჯიჩის გეგმებში არა-ერთი მაღალი დონის ფეხბურთელია მოქცეული.

თუმცა, მარტი-აპრილში მალკომის გარშემო მითქმა-მოთქმა შეწყდა და სხვა სახელები გამოჩნდა გერმანულ კლუბთან დაკავშირებული.

„ბორდოს“ პრეზიდენტმა სტეფან მარტინმა ამ დღეებში კი განაცხადა, რომ მალკომი ჯერ კიდევ ოცნებობს „ბავარიაზე“. რაზეც თვითონ მალკომმა პრეზიდენტის სიტყვები დაადასტურა და განაცხადა რომ სტეფან მარტინის სიტყვებს სრულიად ეთანხმება.

ჟურნალისტმა ბრაზილიელ ვინგერს შემდეგი კითხვა დაუსვა: - „სპორტბილდი იტყობინებოდა, რომ თქვენს აგენტებს უკვე შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული „ბავარიის“ წარმომადგენლებთან 5 წლიან კონტრაქტზე“.

თუმცა ბრაზილიელმა ეს ინფორმაცია უარყო: „არ ვიცი, ჩემს აგენტებს არ უთქვამთ ჩემთვის ამის შესახებ, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, ეს მე ძალიან ბედნიერს მხდის. „ბავარია“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია“, - განმარტა ბრაზილიელმა.

მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს „ბორდოში“ მიმდინარე სეზონში, ის 10 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის ავტორია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.