» » სებასტიან რუდი "ნაპოლიში" გადადის?

სებასტიან რუდი "ნაპოლიში" გადადის?

5-ივნ-2018, 23:10
0347
ბოლო დღეებში „ბავარიის“ გერმანელი ნახევარმცველი სებასტიან რუდი, იტალიის გუნდს „ნაპოლის“ დაუკავშირეს, სადაც ახალი სეზონიდან რეკორდმაისტერის ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩადგება სათავეში.

იწერება, რომ იტალიური კლუბი რუდის წარმომადგენლებს შეხვდa, იმისათვის რომ მოლაპარაკებები დაეწყოთ „ნაპოლიში“ გადასვლასთან დაკავშირებით. Sky Sport-ის სიტყვებით ორივე მხარე უშვებს გერმანელი ნახევარმცველის კლუბის შეცვლას, მაგრამ ოფიციალური წინადადება წარდგენილი ჯერ არ ყოფილა.

რუდი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში. 28 წლის რუდი შტუტგარტის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, 2010 წელს ის „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა და „ბავარიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2017 წელს შეუერთდა და კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა თუ სებასტიანი ამ წელს კლუბს დატოვებს, მისი გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევრო იქნება.

Sky Sport Italia იუწყება, რომ ეს ტრანსფერი ორივე მხარის ინტერესებშია, კარლო ანჩელოტის „ნაპოლიში“ დანიშვნის გამო.

რუდის წარმომადგენლებმა ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადეს: „ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, ეს ისაა, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ანჩელოტისთან, ის მას აფასებს და პირიქით ანჩელოტიც აფასებს მას“.

რუდიმ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი იკისროს „ნაპოლიში“, რომელიც ის „ბავარიაში“ არ მიეცემა, მაგრამ გერმანელის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ნახევარმცველი ამჟამად კონცენტრირებული მსოფლიოს ჩემპიონატზეა და არანაიარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სანამ მისი მოვალეობები ამ ჩემპიონატზე არ დასრულდება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..