» » ჰიონესი: ლევანდოვსკი "ბაიერნში" რჩება

ჰიონესი: ლევანდოვსკი "ბაიერნში" რჩება

12-06-2018, 11:36 -ss- სიახლეები 0

ჰიონესი: ლევანდოვსკი
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ გერმანიის "რეკორდმაისტერი" მსგავს შეთავაზებას არ განიხილავს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონელი მოიერიშე მომავალ საფეხბურთო სეზონშიც, მიუნხენური კლუბის ღირსებას დაიცავს.


"არა, ეს ნონსენსია! ლევანდოვსკი არ გაიყიდება და მომავალ საფეხბურთო სეზონშიც, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში იასპარეზებს."-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი, ული ჰიონესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას, ზემოხსენებული ტრანსფერის განხორციელება სწადია და ამისათვის მსუყე წინადადებასაც ამზადებს. გარდა ამისა, დასავლურ პრესაში აქტიურად განიხილება ლონდონის "ჩელსის", "პარი სენ-ჟერმენისა" და მანჩესტერ "იუნაიტედის" შესაძლო ჩართულობაც, აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.