» » ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან

ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან

24-ივნ-2018, 20:23
0396
ბუნდესნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა შვედეთის ნაკრებთან დრამატული მატჩის შემდგომ, ინტერვიუ ჩაწერა და თავისი გუნდის ძლიერ მხარეებზე და საკადრო სიტუაციაზე ისაუბრა.


ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან


- როგორი იყო თქვენი შეგრძნებები, როდესაც ბოლო წამებზე ტონი კროოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა?

ლიოვი: „მის გამო უზომოდ გახარებული ვიყავი, რადგან კროოსის მიერ იყო გადაწოდებული ის წარუმატებელი პასი, რომელმაც ჩვენს კართან გოლი მოიტანა, ასეთი შეცდომები მას ძალიან იშვიათად მოსდის. ჩვეულებრივ გადაცემების სიზუსტე მას 100%-მდე აქვს ხოლმე. ის, რომ შედეგად ის გოლი გავიდა - უბედურება იყო. ის, რომ მან ბოლო წამებზე გოლი გაიტანა - გიჟური სიხარულით ამავსო“.


- რა მოგეწონათ თქვენი გუნდის თამაშში?

ლიოვი: „ის, რომ მეორე ტაიმში თავი არ დაგვიკარგავს და არ მოვშვებულვართ. გვჯეროდა, რომ ჩვენს სასარგებლოდ მოვატრიალებდით თამაშს. ჩვენ, რა თქმა უნდა გაგვიმართლა, რომ 10 კაცით ამის გაკეთება შევძელით, მაგრამ, ეს გამარჯვება მორალურად მტკიცე ხასიათს მიეკუთვნება“


- გამარჯვება, რომელიც ბოლო წამებზე მოვიდა..


ლიოვი: „ეს დეტექტივი იყო, ემოციებით შესრულებული, განსაკუთრებით მატჩის დამასრულებელ ფაზაში. იულიან ბრანდტის დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა, მარიო გომესის შესანიშნავი თავური დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია. ბოლო 10 წუთის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, თუმცა, 1-ით ნაკლები ფეხბურთელი გვყავდა, საკვანძო ფეხბურთელის გაძევების შემდგომ. დრამაა ეს ბოლო წამამდე. მაგრამ ყველა თამაში გავარდნაზე ხომ დანის პირზე გადის. ჩემს კარიერაში მსგავსი პირველი არაა. მაყურებლისთვის კი ეს ფეხბურთის მშვენებაა“.


- 1/8-ში თქვენ შეიძლება ბრაზილიას შეხვდეთ

ლიოვი: „ამაზე ადრეა ლაპარაკი. პარარელურ ჯგუფში შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტები, ჩვენ კი ჯერ სამხრეთ კორეას უნდა მოვუგოთ. ამის შემდეგ კი უკვე მივიღებთ იმას, რაც მოხდება, რაც არ უნდა იყოს“.


- როგორ დაიწყებთ მომდევნო თამაშს კორეასთან?

ლიოვი: „მატჩის ბოლოს ყველა ფეხბურთელი დაიღალა, ბოლო 10 წუთი მარკო როისს ფეხზე კრუნჩხვები ჰქონდა. ჟერომ ბოატენგი დისკვალიფიცირებულია, სებასტიან რუდიმ კი ცხვირი გაიტეხა. ნებისმიერ შემთხვევაში რამოდენიმე დღე გვინდა აღდგენისათვის. შეიძლება მათს ჰუმელსმა შეძლოს თამაში, ეს დაცვითი ხაზის საკითხს გადაჭრის“.


- ასეთი გრძელი სკამი - თქვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა?

ლიოვი: „ჩვენ გვაქვს ვარიანტები თითოეული პოზიციისთვის და ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვგეგმავთ, რაც გუნდმაც იცის. ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ გამოსულამ მოედანზე, აუცილებლად დაგვჭირდებიან მომავალში. მესუთ ოზილი, სამი ხედირა - ისინიც დაგვჭირდებიან მომავალში“.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..