» » ოლივერ კანმა ტურნირის მთავარი 2 იმედგაცრუება დაასახელა

ოლივერ კანმა ტურნირის მთავარი 2 იმედგაცრუება დაასახელა

29-06-2018, 15:10
082
“ბავარიისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი ოლივერ კანი ბუნდესნაკრების გამოსვლას ეხმაურება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში.



„ჩემთვის მთავარი იმედგაცრუება ხედირა და ოზილი გახდნენ. პირველ მატჩში ისინი შეუმჩნეველნი იყვნენ, მეორეში - სათადარიგოში დარჩნენ. ოთხშაბათს მათ კვლავ მიეცათ შანსი, მაგრამ არცერთ მათგანს ეს შანსი არ გამოუყენებია. ხედირა და ოზილი - 2 ჩვენი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთანავე, ისინი ბევრ კომპონენტში ჩავარდნენ“.

"გერმანიის საფეხბურთო ფედერაციას წინ ბევრი სამუშაო აქვს, აუცილებელია გაერკვნენ თუ რომელ ფეხბურთელებზე უნდა დადონ ფსონი მომდევნო წლებში. შეიძლება, მარცხი წინა სეზონში ბუნდესლიგის დონის დაქვეითებამაც გამოიწვია“, - ციტირებს კანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცცემა The Sun.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..