მათეუსის პროგნოზი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მათეუსის პროგნოზი

მათეუსის პროგნოზი

17-07-2018, 20:02 dachi8 სიახლეები 2

მათეუსის პროგნოზი
ბავარიის ყოფილმა ნახევარმცველმა, გერმანიის ლეგენდა ლოთარ მათეუსმა „ბავარიის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში რეკორდმაისტერი თავის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს და ფეხბურთელებს 60, 70 ან 80 მილიონად შეიძენს.


„პირველი ფეხბურთელი, რომელიც თავში მომდის ეს პაულო დიბალაა. თუ „იუვენტუსი“ და თვითონ ფეხბურთელი მზაობის სიგნალს მისცემენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, მაშინ „ბავარია“ აუცილებლად იქ გაჩნდება“, - აღნიშნა გერმანელმა.

ლოთარ მათეუსის ამ შეხედულებას ისიც ამყარებს, რომ „ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ შარშან ინტერვიუს მიცემისას აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ არგენტინელ შემტევ ფეხბურთელში ის დიდ ნიჭს ხედავს და მისი ტრანსფერისათვის 100 მილიონსაც არ დაიშურებდა.
1
0

-ss- (18 ივლისი 2018 10:04)

იმედია შედგება ეს ტრანსფერი, მაგრად მოუხდებოდა ბავარიას rekordera
0

Bavaria 333 (18 ივლისი 2018 02:37)

არ იყიდიან წელს მაინც
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.