» » Sky Sport : რუმენიგე ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს

Sky Sport : რუმენიგე ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს

25-07-2018, 11:39 -ss- სიახლეები 1

Sky Sport : რუმენიგე ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში (MLS) მოასპარეზე გუნდის "ვანკუვერ უაითქეპსის" 17 წლის ფორვარდი, გერმანული გრანდის შემადგენლობაში ჩაირიცხებოდა. ამისათვის "რეკორდმაისტერი" 13 მილიონ დოლარს გაიღებს.

"დევისმა ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. თუმცა ამით არაფერი არ დასრულებულა, მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. მთლიანობაში ეს ტრანსფერი 2019 წლის 1 იანვრამდე დაიხურება."-აცხადებს რუმენიგე.

ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელსა და გერმანულ გრანდს შორის არსებულ მოლაპარაკებებზე პირველადი ინფორმაცია, MLS Transfers-მა საკუთარ სოციალურ გვერდზე გაავრცელა. როგორც twitter-ზე განთავსებული პოსტიდან ირკვეოდა, ალფონსო დევისზე პრეტენზიას "პარი სენ-ჟერმენიც" აცხადებდა და ამისათვის 16 მილიონი აშშ დოლარის გადახდასაც არ ერიდეობდა. თუმცა აღნიშნულ "ორთაბრძოლაში" გამარჯვება მაინც მიუნხენის "ბაიერნს" დარჩა.

Sky Sport : რუმენიგე ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს
3
0

dachi8 (25 ივლისი 2018 22:20)

კარგიააა, სამომავლოდ ბევრი ახალგაზრდა მოვიდა უკვე, ეს ალბათ კლოზესთან ჩაირიცხება
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.