» » კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება !

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება !

27-07-2018, 12:04 -ss- სიახლეები 0

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება !
ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში "რეკორდმაისტერის" სავარჯიშო კომპლექსს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები ეწვივნენ. მანუელ ნოიერი, ლეონ გორეცკა და რობერტ ლევანდოვსკი, პეტერ ჰერმანის მეთვალყურეობის ქვეშ, წინასასეზონო მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგნენ. სპორტდარბაზში გატარებული მოთელვის შემდეგ, ბავარიელთა სამეულმა გეზი ველობილიკისაკენ აიღო.


"ისინი მოსამზადებელ სამუშაოებს იმივე პროგრამით გაივლიან, როგორც ეს დანარჩენი გუნდის შემთხვევაში იყო. მათ ზუსტად იგივე დატვირთვა ელით."-აცხადებს მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი ნიკო კოვაჩი, რომელიც ამჟამად Audi Summer Tour 2018-ის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს. ტიაგო ალკანატარა ხსენებულ ვარჯიშებს ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ხამეს როდრიგესი კი ამერიკაში ჩაფრინდება და ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა მანჩესტერ "სიტისთან" დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი კოკო ტოლისო მიუნხენს 12 აგვისტოს გასამართი მატჩის შემდეგ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, ამ დღეს "ბავარია" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

იმ ფაქტს, რომ ბავარიელი ფეხბურთელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ(ტოლისოს გამოკლებით) რუსეთის ფედერაცია ნაადრევად დატოვა, გარკვეული თვალსაზრისით პოზიტიურად აფასებს მიუნხენური გუნდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. "ამ ფაქტში მცირე პოზიტიური მომენტიც არსებობს, ფეხბურთელებს ახლა ექნებათ შესაძლებლობა უფრო დიდ ხანს დაკავდნენ წინასასეზონო მომზადებით. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ რუსეთში მომხდარი მოვლენა, არა ჩვეული ნორმა არამედ გამონაკლისი შემთხვევა იყო"-აღნიშნა მიუნხენელთა ბოსმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.