კოვაჩი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კოვაჩი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება

კოვაჩი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება

11-08-2018, 11:00 -ss- სიახლეები / ანონსი 0

კოვაჩი : ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი სულმოუთმენლად ელის 12 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრას. შეგახსენებთ ამ დღეს გერმანიის "რეკორდმაისტერი" სუპერ თასის ეგიდით ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართავს ორთაბრძოლას. "ეს განსაკუთრებული მატჩია"-აცხადებდა 46 წლის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე.


"მე ვბრუნდები იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვმოღვაწეობდი. ეს შესანიშნავი ქალაქი და ბრწყინვალე კლუბია, რომელთაც სტადიონზე მხურვალედ ქომაგობენ. ფრანკფურტის მიმართებით, მე მხოლოდ დადებითი სიტყვების თქმა შემიძლია." -განაცხადა კოვაჩმა, რომელიც ორი წლის განმავლობაში "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი თაოსნობით გუნდმა სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონებში გადაინაცვლა, ევროპის ლიგის ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და გერმანიის თასის გამარჯვებულიც გახდა.


მიზანი - პირველი ტიტულის დაუფლებაა


კვირას "ბავარიელთა" დამრიგებელი "კომერცბანკ არენას" სტუმრის რანგში ეწვევა. "არვიცი იქ რა მელის, მწამს რომ ადგილობრივ გულშემატკივარს არ დავიწყებია, თუ რამდენ რამეს მივაღწიეთ ერთად, ამ ორი წლის განმავლობაში. ქომაგი ამას ბრწყინვალედ აფასებს. "აინტრახტის" რიგებში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. იმედს ვიტოვებ, ჩვენი შეხვედრა თბილ გარემოში ჩაივლის. თუ ეს ასე არ იქნება, ესეც ნორმალურად მიმაჩნია"

"იქ ბევრ მეგობარს ვნახავ. რომლებთანაც კონტაქტს ამ დრომდე ვინარჩუნებ. ვფიქრობ მათთან საუბარს გავმართავ, როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მის მერეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჩვენი მიზანია მაქსიმალური ძალების გაღება, გამარჯვების მოპოვება და პირველი ტიტულის დასაკუთრება. პირადად ჩემთვის ეს განსაკუთრებული ტიტულია."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ზემოხსენებული მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.