» » მარტინესი: "მიუნხენი ჩემი სახლია"

მარტინესი: "მიუნხენი ჩემი სახლია"

15-08-2018, 20:25 dachi8 ინტერვიუ 0

მარტინესი:
ბასკი საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მიუნხენის „ბაიერნს“ 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბისა და გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა. 2012-13 წლის სადებიუტო სეზონში მარტინესმა „ბაიერნთან“ ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო ნახევარმცველის რანგში. 6 წელი რეკორდმაისტერში, რას გრძნობს ხავი და რა მოლოდინები გააჩნია ამის შესახებ ესპანელი ინტერვიუში თავის აზრს აფიქსირებს.

„6 წლის შემდეგ აქ, მიუნხენი ჩემთვის, ჩემი შვილებისათვის და ჩემი ოჯახისათვის საკუთარი სახლივითაა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს დავრჩებით აქ. კონკურენცია აქ უზარმაზარია. აქ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ადვილი არაა დარჩე აქ 6 წლის განმავლობაში და ეს ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია“.

„ჩემთვის საჭიროა კარგი წინასასეზონო მომზადება. წინა სეზონში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდი, რადგან საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. რამოდენიმე პრობლემა მქონდა, მაგრამ ამ წელს თავს კარგად ვგრძნობ. წინასასეზონო მომზადება კოვაჩის მეთაურობით მძიმე და ინტენსიური იყო, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალებაა ახალ სეზონს მომზადებული შეხვდე. „ფრანკფურტის“ წინააღმდეგ მატჩი იმის მტკიცებულება იყო, რომ ჩვენ მწყობრში ვართ, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ეს წინასასეზონო მომზადების შედეგი იყო” - განაცხადა ხავიმ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.