» » "ბაიერნის" პირველი მატჩი

"ბაიერნის" პირველი მატჩი

24-08-2018, 10:21 -ss- სიახლეები / ანონსი 0

პარასკევს 24 აგვისტოს ბუნდესლიგის 2018/2019 წლის სეზონი ოფიციალურად აიღებს სტარტს. ამ დღეს გერმანიის "რეკორდმაისტერი" საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება. "ალიანც არენაზე" ჩანიშნული მატჩი თბილისის დროით ზუსტად 22:30 საათზე დაიწყება.

"ყველანი სულმოუთმენლად ველით ამ მომენტს. ბუნდესლიგის სტარტი მუდამ განსაკუთერბული გრძნობის მატარებელია."- განაცხადა "ბავარიელთა" ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა. "მანამ სანამ პირველი მატჩი არ გაიმართება, ზუსტად არავინ იცის თუ როგორ საფეხბურთო ფორმაში იმყოფება"- ეს კი "ბაიერნის' მთავარი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის სიტყვებია.

გნაბრის გარეშე


"თითოეული მწვრთნელი მიიჩნევს, რომ წინასასეზონო მომზადება კარგად წარიმართა. მეც ასეთივე აზრი გამაჩნია. ჩვენ ნამდვილად კარგად ვიმუშავეთ, დარწმუნებული ვარ გუნდი ტოპ-თამაშის ჩვენებას შეძლებს. მოწინააღმდეგე შესანიშნავ ფეხბურთს დემონსტრირებს, მე ძალიან რთულ მატჩს ველი."-აღნიშნავს 46 წლის სპეციალისტი, რომლის გუნდსაც მცირეოდენი საკადრო პრობლემები აქვს. ხსენებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს "ბავარიელთა" ახალწვეული სერჟ გნაბრი.

რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს", გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. იულიან ნაგელსმანის კლუბს ვერ დაეხმარებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ნადიმ ამირი, ქერემ დემირბაი და ანდრე კრამარიჩი. ასევე კითხვის ნიშნი ქვეშ დგას, ბენჟამენ ჰიუბნერის, ფლორიან გრილიჩის და ჰოვარდ ნორთვეიტის ასპარეზობის საკითხიც. "ისინი ვარჯიშს აგრძელებენ, თუმცა სავარაუდოდ პარასკევს მოედანზე ვერ გავლენ."-აცხადებს ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი.


ნაგელსმანის განცხადებები დამატებითი სტიმულია


"როდესაც მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობ, შანსი იმ შემთხვევაში მოგეცემა, თუ საკმარისად გაბედულად იმოქმედებ. თუ პოზიციას სანახევროდ დაიკავებ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგიჭირდება. მე მუდამ მაქსიმალური შედეგისათვის ვიბრძვი."-აცხადებს იულიან ნაგელსმანი. "მე ვფიქრობ, კარგია როდესაც მწვრთნელი მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, ასეთი ორთაბრძოლები ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის."-პასუხობს 31 წლის სპეციალისტის "მუქარას" - იოშუა კიმიხი.

"კონკურენციას მხოლოდ სარგებელი მოაქვს. რამდენად ძლიერებიც არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები, იმდენადვე ძლიერები უნდა ვიყოთ ჩვენც! სეზონის ბოლოს საჩემპიონო სინის აღმართვა მსურს"-აღნიშნავს ნიკო კოვაჩი.

"ბაიერნის" პირველი მატჩი

"ბაიერნის" პირველი მატჩი

"ბაიერნის" პირველი მატჩი

"ბაიერნის" პირველი მატჩი

"ბაიერნის" პირველი მატჩი
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.