გერმანიის თასის კენჭისყრის შედეგები ცნობილია
“ბავარიის“ მეტოქე გერმანიის თასის მე-2 რაუნდში რეგიონალლიგის კლუბი „რიოდინგჰაუზენი“ გახდა. კენჭისყრა დღეს, კვირა საღამოს გაიმართა.
„დაუჯერებელია, ჩვენ უბრალოდ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიმყოფებით. საუკეთესო კენჭისყრა მივიღეთ ყველა შესაძლებელიდან“, - განაცხადა „რიოდინგჰაუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ენრიკო მაასენმა.
საინტერესო ფაქტი: წინა სეზონში მაასენი „დროხტერზენ/ასსელი“ მწვრთნელი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც „ბავარიამ“ პირველ რაუნდში ითამაშა. „წრე შეიკრა“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ფაქტს მაასენმა.
გერმანიის თასის პირველ რაუნდში „რიოდინგჰაუზენმა“ სენსაციურად გამოთიშა ბრძოლიდან დრეზენის „დინამო“, რომელიც მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს.
მატჩი 30 ან 31 ოქტომბერს გაიმართება.