» » შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

29-08-2018, 10:58 -ss- სიახლეები 0

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო
ეს იყო ერთი დიდი სცენა - მოწყობილი სპეციალურად გამორჩეული ბავარიელისათვის. გამოსამშვიდობებელი მატჩის დასრულების შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერი "ალიანც არენის" ცენტრში იმყოფებოდა და დიდ ეკრანზე თვალ-ყურს ადევნდებდა ყოფილი თანაგუნდელების, მეგობრების და მწვრთნელების გულთბილ სიტყვებს. "მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და ეს მუდამ ასე იქნება"-აღნიშნავდა ბასტიანი. "Fußballgott, Fußballgott ! " სკანდირებდა 75 000 ერთგული გულშემატკივარი.

"ალიანც არენაზე" ათიათასობით ქომაგი სწორედ იმისთვის იყო მისული, რომ შვაინშტაიგერის ბოლო მატჩი ენახა. ბასტიმ შეხვედრის პირველი ტაიმი "ჩიკაგო ფაერის" შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმში კი "ბავარიის" თერთმეტეულს შეუერთდა. ორივე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა და მატჩის განმავლობაში 4 გოლიც გავიდა, თუმცა ამ გოლებს მხოლოდ "ბავარია" იტანდა. პირველი ტაიმის მე-7 წუთზე სერჟ გნაბრიმ გახსნა ანგარიში, ამას მოყვა სანდრო ვაგნერის გოლი (38 წ). მეორე ტაიმის 68-ე წუთზე არიენ რობენმაც გამოიჩინა თავი. კულმინაციური მომენტი კი 84-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერმა ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი "მოწინააღმდეგე" გუნდის კარში.

ორივე გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით იდგა მოედანზე, როდესაც მწვანე გაზონზე მთავარი გმირი გამოჩნდა. "ალიანც არენაზე" შუქი ჩაქრა და ერთადერთი პროჟექტორი მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერის მისამართით იყო მიპყრობილი, რომელიც ნელ-ნელა მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მიემართებოდა ცენტრისკენ. მოედნის შუაგულში უკვე იდგა სცენა სადაც ყველა ის თასი იყო გამოფენილი, რომელიც შვაინშტაიგერმა მიუნხენურ კლუბთან ერთად მოიპოვა. მხოლოდ ამ სცენის მოწყობაზე ორი ათეული ადამიანი იყო დასაქმებული.

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო


საკუთარი უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოვლინა ბასტიანმა, როდესაც ჩიკაგოელთა რიგებში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა და როგორც ლიბერო, ისე ხელმძღვანელობდა გუნდის თოთოეულ იერიშს. ის, რომ ბასტის ართმევაზე შესანიშნავად შეუძლია თამაში, კვლავ დაადასტურა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში, როდესაც ლეონ გორეცკას წინააღმდეგ "სუფთა ვარდნა" განახორციელა და სახიფათო შეტევაც ჩაშალა.

როგორც ზემოთ ვწერდით, შვაინშტაიგერმა მეორე ტაიმი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში გაატარა. სამხრეთ ტრიბუნაზე გამოფენილი იყო სპეციალური ბანერები, რომელზეც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა - "მადლობა ბასტი", გარდა ამისა "ბაიერნის" დანარჩენი მოთამაშეებიც 31 ნომრიანი მაისურებით ასპარეზობდნენ. ლეგენდარული ფეხბურთელი, ისე დირიჟორობდა საკუთარ გუნდს, თითქოს არც არსად არ წასულა, მთელი ამ წლების განმავლობაში. მატჩის მიწურულს კი დავიდ ალაბას მიერ ჩაწოდებული ბურთი გოლად აქცია - ზუსტად ისე, როგორც ეს ძველ კარგ დროში ხდებოდა ხოლმე.

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო

შვაინშტაიგერის ემოციური საღამო
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.