» » ანჩელოტი : პრობლემა "ბაიერნის" ფილოსოფიაში იყო

ანჩელოტი : პრობლემა "ბაიერნის" ფილოსოფიაში იყო

29-08-2018, 20:47 -ss- სიახლეები 0

ანჩელოტი : პრობლემა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, რომელიც კლუბიდან არასახარბიელო შედეგების გამო გაანთავისუფლეს, იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც "რეკორდმაისტერის" აპსარეზობას ზიანს აყენებდა. იტალიურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში, ანჩელოტიმ მთავარ პრობლემად "ბაიერნის" ფილოსოფია დაასახელა.


"მიუნხენის ბაიერნში მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებას, შემიძლია ვუწოდო არაორდინალური. საქმე არც თუ ისე კარგად მიდიოდა, თუმცა ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მიუნხენური კლუბის ფილოსოფიაში არსებულ პრობლემას. მათ არ სურდათ არაფრის შეცვლა, მე კი პირიქით ამის გაკეთებას ვცდილობდი."

"მე ყოველთვის ვითვალისწინებ იმას, თუ რა საქმეც არის კლუბში ჩემამდე გაკეთებული. თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებელია საკუთარი იდეების რეალიზაციაც მოახდინო, ისე რომ შენამდე არსებული მთავარი მწვრთნელების კარგ მემკვიდრეობას, ზიანი არ მიაყენო."-ციტირებს გამოცემა Football Italia კარლო ანჩელოტის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.