» » ლიოვი: გუნდი მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა

ლიოვი: გუნდი მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა

30-08-2018, 10:02 -ss- სიახლეები 0

ლიოვი: გუნდი მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც ბუნდესნაკრების წარუმატებელი ასაპრეზობა განაპირობა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, გუნდში მოტივაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა, რამაც თავისი უარყოფითი გავლენა იქონია გუნდის მიერ გამართულ თითოეულ მატჩზე.


"განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ნაკრები საჭირო მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდა. აუცილებელია, გუნდში არსებობდეს ერთგვარი ცეცხლი და ენთუზიაზმი, რომელიც მუშაობაში დაგეხმარება. მე სწორედ ამ ცეცხლის დანთება ვერ მოვახერხე, ვერ შევძელი გერმანიის ეროვნული ნაკრები საჭირო განწყობაზე დამეყენებინა."

"ახლა აუცილებელია იმ ყველაფრის გამოსწორება, რა შეცდომებიც ჩვენ რუსეთში დავუშვით. გუნდი სწორ გზაზე უნდა დავაბრუნოთ. ვაპირებ ფსონი ახალგაზრდა მოთამაშეებზე დავდო, რომლებიც გამოირჩევიან დინამიურობით და გამარჯვებაზე დაგეშილები იქნებიან, თუმცა ერთგვარი ბალანსის დაცვაც მსურს, გამოცდილ და ახალბედა ფეხბურთელებს შორის."

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, იოაჰიმ ლიოვმა ასევე ისაუბრა მესუთ ოზილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ოზილთან პირადი საუბარი არ მქონია, თუმცა ეს უკვე არის მომხდარი ფაქტი და იგი უნდა მივიღო. სამწუხაროდ იმ სიტუაციის მასშტაბები სწორად ვერ შევაფასე, რომელიც ოზილისა და გიუნდოგანის ფოტოებს უკავშირდებოდა. თუმცა ეს არანაირ კავშირში არ არის, გერმანიის ეროვნული ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობასთან. რაც შეეხება მესუთის სიტყვებს რასიზმთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. როგორც ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელებისგან არასდროს მსმენია რასისტული განცხადებები."-ციტირებს გამოცემა Deutsche Welle იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.