» » "ბაიერნიდან" ტრიო გამოიძახეს

"ბაიერნიდან" ტრიო გამოიძახეს

31-08-2018, 18:14 lewana სიახლეები 0

ახლოვდება სანაკრებო პაუზა და მიუხენური კლუბიდან რობერტ ლევანდოვსკი, რენატო სანჩესი და ტიაგო ალკანტარა პარასკევს ეროვნული ნაკრებებში გამოიძახეს.

ლევენდოვსკი და მისი ნაკრები იტალიის წინაშე 7 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მატჩში იასპარეზებს, ხოლო 11 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

პორტუგალია სანჩესთან ერთად 6 სექტემბერს ხორვატიაში გაემგზავრება სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 10 სექტემბერს იტალიის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ორივე შეხვედრა პორტუგალიაში გაიმართება.

სანაკრებო პაუზისას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ორი შეხვედრა ელის. ტიაგო და მისი თანამემამულეები ლონდონში 8 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს შეერკინებიან, ამის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ადგილოსან გუნდს ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.