» » კოვაჩი: მოგება გვსურს

კოვაჩი: მოგება გვსურს

31-08-2018, 22:49 lewana სიახლეები / ანონსი 0

კოვაჩი: მოგება გვსურს
ნიკო კოვაჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შტუტგარტთან მატჩის წინ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა, კითხვების უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე გამახვილდა. "ძალიან საინტერესო კონკურენტები გვყავს, სულმოუთმენლად ველით აღნიშნულ მატჩებს ", კომენტარი გააკეთა 46 წლის მწვრთნელმა.

"ჩემპიონთა ლიგა 3 კვირაში იწყება". ბუნდესლიგა ჩვენი რუტინაა" განაცხადა კოვაჩმა. "შტუტგარტში ძალიან ბევრს ელიან მატჩისგან, რაც ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურს, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი ".

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, კოვაჩს თითქმის ყველა ფეხბურთელის იმედი შეუძლია, რომ ჰქონდეს. არ ითამაშებს მხოლოდ კინგსლი კომანი, . "მე უკვე მაქვს იდეა სასტარტო შემადგენლობაზე, მაგრამ საჯაროდ ამაზე არ ვილაპარაკებ. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ ", - განაცხადა კოვაჩმა.

ტაიფუნ კორკუტსაც არ სურს საუბარი მატჩის დაწყებამდე სასტარტო შემადგენლობის შესახებ. „შტუტგარტის“ მთავარ მწვრთნელს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი ჰყავს, გარდა სათადარიგო მეკარე ალექსანდერ მაიერისა. „ჩვენ ისე ვემზადებით, რომ ამ მატჩშიც გამოვიყენოთ ჩვენი შანსები. სულმოუთმენლად ველი „ბავარიასთან“ დუელს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავ მხარდაჭერას უზრუნველჰყოფენ და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად იქნება დამუხტული“,- გააზიარა თავისი მოლოდინები 44 წლის სპეციალისტმა.

"ბავარიას" კი ნამდვილად აქვს დასამტკიცებელი. გასული სეზონის ბოლო ტურის წინა მატჩში „ბაიერნი“ სახლში ანგარიშით 1:4 დამარცხდა „შტუტგარტთან“. „ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები მეტად მოტივირებულები იქნებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ლაპარაკით ვერაფერს ვერ მოიგებ“, - განაცხადა პრეს-კონფერენციის დასასრულს კოვაჩმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.