» » კომენტარები: შტუტგარტი 0 - 3 ბაიერნი

კომენტარები: შტუტგარტი 0 - 3 ბაიერნი

2-09-2018, 01:17 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: შტუტგარტი 0 - 3 ბაიერნი
შტუტგარტში „ბავარიელებმა“ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავისი კლასის დემონსტრირება და დამაჯერებლად გაიმარჯვეს 3:0 ანგარიშით. „ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რის გამოც ჩემს გუნდს მინდა მივულოცო“, - განაცხადა მატჩის შემდგომ ნიკო კოვაჩმა. „საქმეს ჩვენ დიდი სერიოზულობით მივუდექით“, - გააზიარა წარმატების საიდუმლო თომას მიულერმა.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

ნიკო კოვაჩი: „ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთხივე მატჩი კარგ დონეზე ჩავატარეთ. დღეს გუნდმა ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა - 12:0 კუთხურებით, ბურთის ფლობის უპირატესობით და ბევრი მომენტებით. მსურს მივულოცო გუნდს ეს შედეგები“.

თომას მიულერი: „საქმეს დიდი სერიოზულობით მივუდექით. შეხედეთ ბურთის გარეშე როგორ მუშაობს არიენი, ფრანკი, რობერტი, მხოლოდ ქუდის მოხდაღა დაგვრჩენია. ერთის მხრივ ეს მენტალიტეტის საკითხია, მეორეს მხრივ კი ჩვენ კარგად განგვაწყეს თამაშისათვის. ნიკო კოვაჩი ითხოვს, რომ საქმეს თანმიმდევრულად მივუდგეთ და ეს ეხება როგორც ცენტრალური ნახევარმცველის ჩართვას შეტევაში, ასევე ლატერალის დაცვაში დაბრუნებასაც. დეტალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. დიდი კონკურენციის პირობებში გუნდში თითოეულმა თავისი მაქსიმუმი უნდა ანახოს. ამიტომაც ანახებს გუნდი ასეთ თამაშს“.

ტაიფუნ კორკუტი (შტუტგარტის მწვრთნელი): „პირველ ტაიმში ჩვენ კომპაქტურად ვიყავით განლაგებულნი, მაგრამ არასაკმარისად აგრესიულნი ვიყავით. კონტრშეტევებზე კი არადამაჯერებლად გადავდიოდით. ამ სიტუაციაში ტოპ-დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. შემდეგ გვსურდა ბურთის გარეშე უფრო აგრესიულად გვეთამაშა. ახლა კი ისღა გვრჩება რომ ეს მატჩი წარსულში დავტოვოთ და მომდევნოსათვის მოვემზადოთ“.

მარიო გომესი (შტუტგარტის თავდამსხმელი): „ეს წარმოუდგენლად რთული მატჩია, თუ შენ ისე იწყებ თამაშს, როგორც ჩვენ დავიწყეთ. მენტალურად ჩვენ ცოტათი გატეხილები ვიყავით, ხოლო „ბავარიის“ ფეხბურთელები თამაშში დიდი თავდაჯერებით ჩაერთვნენ. მათ ახალი მწვრთნელი ყავთ და თითოეულს თავის წარმოჩენა სურს, ისინი დიდი შემართებით თამაშობდნენ. 1:0 ანგარიშის შემდეგ ჩვენ იმედი დავკარგეთ იმისა, რომ მოვიგებდით ან ფრეს ვითამაშებდით, ხოლო „ბავარია“ უბრალოდ ძალიან ძლიერი იყო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.