» » პავარი "ბაიერნის" რიგებში მის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

პავარი "ბაიერნის" რიგებში მის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

5-09-2018, 10:09 -ss- სიახლეები 4

პავარი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" უკანახაზელმა ბენჟამინ პავარმა, უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მასსა და "რეკორდმაისტერს" შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს. შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 22 წლის ფეხბურთელმა "ბავარიელებთან" კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლოს შევა, როდესაც ამოქმედდება ოფიცია 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხსენებული მცველის შესყიდვის შესაძლებლობის თაობაზე.

"ბავარიასთან" არანაირ შეთანხმებაზე ხელი არ მომიწერია. ეს ყველაფერი ჟურნალისტების ფანტაზიებია"-ლაკონურად განაცხადა პავარმა გამოცემა L’Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ბენჟამინ პავარის ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან შემდეგი კლუბები: "ლივერპული", "ტოტენჰემი", "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "ატლეტიკო". გასულ საფეხბურთო სეზონში ხსენებულმა მცველმა 34 მატჩი ჩაატარა "შტუტგარტის" შემადგენლობაში და ერთი გატანილი გოლითაც გამოირჩა. გარდა ამისა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მის მიერ გატანილი გოლი "არგენტინის" წინააღმდეგ, რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს.
2
0

muller13 (5 სექტემბერი 2018 21:53)

გამორიცხულია ხელი ჰქონდეს მოწერილი და თქვას რამე. მოწერილი აქვს აბა რა. აბა ხომ არ გაასაჯაროებს ყველაფერს. ბაიერნს არ სჩვევია გასაჯაროება. ბაიერნი თუ ვინმეს მიმართებაში ჩუმად არის ესეიგი მართლაც მოგვარებული აქვს.
0

dachi8 (5 სექტემბერი 2018 16:52)

ხომ არ იტყვის შეთანხმებული ვარო
1

-ss- (5 სექტემბერი 2018 11:41)

Gallardo,
ეგრეა ოფიციალურის გარდა არ დაიჯერება არაფერი
1

Gallardo (5 სექტემბერი 2018 11:29)

კრისტიან ფალკის მორიგი ტყუილი, მთელი ზაფხული ამტკიცებდა ყველაფერი შეთანხმებულიაო და აჰა
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.