» » ჰუმელსი: "მე არ მჭირდება ბონუსი"

ჰუმელსი: "მე არ მჭირდება ბონუსი"

6-09-2018, 19:00 kimmich სიახლეები 0

ჰუმელსი:
მატს ჰუმესლი და ჟერომ ბოატენგი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, ისევე როგორც მიუნხენის "ბაიერნში" ყველა მნიშვნელოვან თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას. ახლა კი მათ ნიკლას ზულეს სახით კონკურენტი გამოუჩნდათ დაცვის ცენტრში. 23 წლის გერმანელმა მცველმა, წინა სეზონში "ბაიერნის" მაისურით ძალიან კარგად იასპარეზა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოდა. ჰუმელსი გერმანულ ავტორიტეტულ გამოცემა "sportbild"-თან ინტერვიუში ამის შესახებს საუბრობს.

"ბაიერნს" ამ დროისთვის 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველი ყავს, აქედან ერთ-ერთი სათადარიგო სკამზე დარჩება. ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ამბობს: "მე ვფიქრობ რომ სამივეს გააჩნია უმაღლესი კლასი. მათ ვერ განვასხვავებ ერთმანეთისგან." - მოკლედ განაცხადა ნიკომ.

ჰუმელსი ამბობს რომ მას არ სჭირდება ბონუსები და შეიძლება სათადარიგოთა სკამზე, ნებისმიერი აღმოჩნდეს:მე ვფიქრობ რომ სამივე ძალიან ძლიერი მცველები ვართ, გუნდში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს სათადარიგოთა სკამზე, მე ბონუსები არ მჭირდება. ჩემი მხრიდან ამპარტავნობა იქნება თუ უკმაყოფილებას გამოვხატავ სკამზე დარჩენით. ბოატენგი და ზულე სენსაციური ცენტრალური მცველები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია რომ გუნდში ჟერომი რჩება, ის რომ არა ახლა ორნი დავრჩებოდით ცენტრში." - განაცხადა 30 წლის გერმანელმა მცველმა ზემოთხსენებულ წყაროსთან საუბრისას.

შეგახსენებთ რომ ჟერომ ბოატენგის შეძენით ფრანგული "პსჟ" ინტერესდებოდა. პარიზელები ბოატენგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ გერმანული კლუბი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.