» » "ბაიერნის" სამი გამორჩეული ტალანტი

"ბაიერნის" სამი გამორჩეული ტალანტი

8-09-2018, 13:57 kimmich სიახლეები 0

გერმანული სპორტული გამოცემა sportbild მიუნხენის ბაიერნის სამ გამორჩეულ ტალანტზე ახალწვეულ ლეონ გორეცკაზე, რეკორდმაისტერის აღზრდილ დავიდ ალაბასა და ლაიფციგიდან გადმოსულ იოშუა კიმიხზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

2019 წელს მიუნხენურ კლუბში დიდი ცვლილებები იგეგმება. დროა კლუბს ახალი ლიდერი ჰყავდეს.
1 - იოშუა კიმიხი: 23 წლის გერმანელი, 2015 წელს "ბაიერნს" "ლაიფციგიდან" შეუერთდა. მისი საყვარელი პოზიცია 6-იანია, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ იოშუა ლეგენდარული ფილიპ ლამის მემკვიდრედ დაასახელა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოუწია თამაში. ერთა ლიგაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, იოხიმ ლიოვმა კიმიხი ნახევარდაცვაში ათამაშა. ახალგაზრდა გერმანელის სტატისტიკა "მამლების" წინააღმდეგ: პასების სიზუსტე - 94.3%, მოგებული ორთაბრძოლები - 77.8%. რა პოზიციას დაიკავებს იოშუა? ნახევარდაცვაში კიმიხის კონკურენტი 30 წლის ხავი მარტინესია. 2019 წელს კი გერმანულ კლუბს ბენჟამინ პავარი შეუერთდება, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

ტომას მიულერი: "როდესაც მწვრთნელმა თქვა რომ, კიმიხი 6-იანის პოზიციას დაიკავებდა, ვიცოდი რომ ის ძალიან გახარებული იქნებოდა.

2 - ლეონ გორეცკა: "შალკედან" გადმოსულმა გორეცკამ ბუნდესლიგაში "შტუტგარტის" წინააღმდეგ სადებიუტო გოლის გაიტანა მოახერხა. ეს ლეონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო "ბაიერნის" მაისურით. გორეცკა ამბობს: "სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მსურს". მისი მთავარი კონკურენტი "ბაიერნში" ტიაგო ალკანტარაა.

3 - დავიდ ალაბა: ავსტრიის ნაკრებში, დავიდ ალაბამ კაპიტნის როლში დაიწყო შეხვედრა მარცხენა ფლანგზე და თავის გუნდს ულიდერა.
25 წლის ავსტრიელი თავის მომავალზე ასე საუბრობს: ეს არის "ბაიერნში" ჩემი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ჩემს გამოცდილებას, პასუხისგებლობას აკისრებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.