» » Sport1: ჰიონესი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ საუბრობს

Sport1: ჰიონესი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ საუბრობს

17-09-2018, 10:47 -ss- სიახლეები 0

Sport1: ჰიონესი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი ული ჰიონესი, გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "რეკორდმაისტერს" საკუთარ რიგებში ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც წარმატებით შეუძლიათ ტრავმირებული თანაგუნდელების ჩანაცვლება. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მესამე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, სადაც ერთმანეთს "ბავარია" და ლევერკუზენის "ბაიერი" უპირისპირდებოდნენ, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს კოკო ტოლისომ და რაფინიამ.

"ამასთან დაკავშირებით, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ტოლისოს ტრავმა სერიოზულია და ახლა, მისი დაბრუნების თაობაზე, ვერანაირ პროგნოზს ვერ შემოგთავაზებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, "ბავარიას" კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს. ჩვენ შეგვიძლია ტრავმირებული ფეხბურთელების ჩანაცვლება"-აღნიშნა ული ჰიონესმა.

კორენტინ ტოლისო, რომელიც მიღებული ტრავმის გამო, რამდენიმე თვეს იუქმებს, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით, მიუნხენური კლუბის ქომაგებს მიმართავს და შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს. "მე ძლიერი დავბრუნდები. ერთმანეთს 2019 წელს შევხვდებით."-წერს ფრანგი ნახევარმცველი.

Sport1: ჰიონესი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ საუბრობს
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.