» » გუნდში უკმაყოფილება იზრდება

გუნდში უკმაყოფილება იზრდება

5-10-2018, 16:54 dachi8 სიახლეები 0

გუნდში უკმაყოფილება იზრდება
ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild იუწყება, რომ „ბავარიის“ რამოდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა ნიკო კოვაჩის მუშაობით კლუბში. „აიაქსთან“ 1:1 ანგარიშის შემდეგ განსაკუთრებით უკმაყოფილო კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი გახლდათ, რომელიც თამაშში მხოლოდ ბოლო ნახევარ საათს გამოჩნდა.


გასახდელში ხამესმა კოვაჩის არყოფნის დროს წამოიძახა: „ჩვენ ფრანკფურტში კი არ ვართ“, - რაშიც ხორვატი მწვრთნელის წარსულში ფრანკფურტის „აინტრახტში“ მუშაობას გაუსვა ხაზი.

მწვრთნელით ასევე უკმაყოფილოები არიან ლეონ გორეცკა, სერჟ გნაბრი, სანდრო ვაგნერი და ნიკლას ზიულე, ამ უკანასკნელის გარდა აქ ჩამოთვლილთაგან მიმდინარე სეზონში ყველამ ძალიან ცოტა დრო გაატარა მინდორზე.

ამასთან, რამოდენიმე ფეხბურთელს და ასევე გერმანელ მწვრთნელს პეტერ ჰერმანს არ მოსწონს ის, რომ კოვაჩი ხშირად თავის ძმას და ასისტენტს ხორვატულ ენაზე ესაუბრება. „ბავარიის“ ყველა ლეგიონერს კი აიძულებს გერმანული ენის სწავლას, ხოლო კლუბი ყველანაირად ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ უცხოელ ფეხბურთელებს ადგილობრივი ენა ესმოდეთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.