» » ჰიონესი: ფავორიტები არ ვართ

ჰიონესი: ფავორიტები არ ვართ

10-11-2018, 16:26 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰიონესი: ფავორიტები არ ვართ
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი ული ჰიონესი, დორტმუნდის "ბორუსიასთან" დღეს გასამართ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჰიონესმა აღნიშნა, რომ ამ ორთაბრძოლაში "ბორუსია" ფავორიტია და მის გუნდს წინ ურთულესი მატჩი ელის. მისი შეფასებით, პირველად მრავალი წლის შემდეგ, "ბავარია" დორტმუნდში - აუთსაიდერის სტატუსით ჩადის.


"არ შეიძლება დორტმუნდში მიემგზავრებოდე და თან ამტკიცებდე, რომ იქ სამი ქულის აღება გმართებს. "ბორუსია" შესანიშნავ სეზონს ატარებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. პირველად მრავალი წლის შემდეგ, ჩვენ დორტმუნდში მივემგზავრებით, როგორც არა ფავორიტები, არამედ როგორც აუთსაიდერები. უნდა ვეცადოთ, რომ იქ კარგი თამაში ვაჩვენოთ და შემდგომ დაველოდოთ თუ რა მოხდება."-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა FourFourTwo

გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრა დორტმუნდის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, "ბაიერნს" სატურნირო ცხრილის ლიდერთან, ოთხქულიანი ჩამორჩენა აქვს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.