» » ბოატენგი "დორტმუნდის" წარმატებულ ასპარეზობას გამოეხმაურა

ბოატენგი "დორტმუნდის" წარმატებულ ასპარეზობას გამოეხმაურა

23-11-2018, 12:14 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგაში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა. გამოცდილი უკანახაზელის განცხადებით "დორტმუნდის" პირველი ადგილი სრულებით დამსახურებულია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ გერმანიის ჩემპიონატს ახალი "ბოსი" ჰყავს.


"გერმანიის ჩემპიონატში ლიდერის ცვლილება? იმისათვის, რომ ამაზე ვისაუბროთ თავდაპირველად საჭიროა დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგოს ეს ტურნირი 6-ჯერ ან 7-ჯერ ზედიზედ, ქულათა დიდი უპირატესობით. ამასთან იგი "ბავარიას" უნდა უგებდეს ანგარიშით 4:1 და 5:1. ესეთი რამ კი არ მომხდარა, ასე რომ არანაირი ლიდერის ცვლილება გერმანიის ჩემპიონატში არ არის. ეს უბრალოდ ეტაპია, რა დროსაც "ბორუსია" სრულიად დამსახურებულად უსწრებს "ბავარიას"-ციტირებს გამოცემა Get German Football News ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მონაცემების მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა წარმოდგენილი და პირველ ადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიას" შვიდი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ 6-ჯერ გახდა ზემოხსენებული ტურნირის გამარჯვებული.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..