» » კომენტარები : "ჰანოვერი" 0- 4 "ბაიერნი"

კომენტარები : "ჰანოვერი" 0- 4 "ბაიერნი"

16-12-2018, 10:53 -ss- სიახლეები 0

კომენტარები :
გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში, მიუნხენის "ბაიერნმა" საფეხბურთო კლუბ "ჰანოვერ 96"-ს დიდი ანგარიშით სძლია (0-4). "შესვენების დროს, ჩვენი აზრი ერთიანი იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდში ასპარეზობა დიდი ბედნიერებაა"-აღნიშნავდა მატჩის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გატანილი გოლის ავტორი, დავიდ ალაბა. "ბავარიელთა" მთავარი მწვრთელი ნიკო კოვაჩი კი სიამოვნებით აცხადებდა, რომ "გუნდი სრული 90 წუთის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა."

ნიკო კოვაჩი -"სრული 90 წუთის განმავლობაში, გუნდი შესანიშნავად თამაშობდა. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. ანგარიში გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვერ მოვახერხეთ სამი-ოთხი 100 % იანი მომენტის რეალიზება. სასიამოვნოა, როდესაც ამსტერდამში გამართული რთული ორთაბრძოლის შემდეგ, გუნდმა ასეთი დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა, "ბავარია" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. ჩვენ ვაგრძელებთ სათამაშო ფორმის გაუმჯობესებას. ბოლო თამაშებში კარგად ვიასპარეზეთ. დღეს ბრწყინვალედ ვმოქმედებდით, როგორც ბურთთან ერთად, ისე მის გარეშეც. სწორედ ამავე განწყობით გაგრძელება გვმართებს. მოცემულ მომენტში, ეს სეზონის საუკეთესო შეხვედრა იყო. ვულოცავ გუნდს!"

დავიდ ალაბა -"მატჩის პირველივე წუთებიდან ჩვენ ვიყავით განწყობილები, იმისათვის რომ საკუთარი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა და ამ თამაშით სიამოვნება მიგვეღო. პირველ ტაიმში ყველამ კარგად ნახა თუ რა დიდი სურვილი გვამოძრავებდა. შესვენების დროს, ჩვენი აზრი ერთიანი იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდში ასპარეზობა დიდი ბედნიერებაა. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს შევყურებთ და გვსურს წარმატებული ფეხბურთი ვაჩვენოთ. ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი გამარჯვება მოვიპოვეთ, ასე რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით."

თომას მიულერი -"აღსანიშნავია, რომ იყო მატჩები სადაც გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეს, როდესაც უბურთოდ ვიყავით, მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდით. მოწინააღმდეგეს მყისიერად ვზღუდავდით და კონტრშეტევის შესაძლებლობას ვუსპობდით. გვსურს, რომ მომავალშიც ასე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი 100 %-ით გააკონტროლო, მაგრამ დღეს ცალსახად ტოპ-თამაში ვაჩვენეთ."

პირმინ შვეგლერი ("ჰანოვერ 96")-"დღეს "ბავარიელები" მაქსიმალურად დამუხტულები იყვნენ. მათი "ლამბორგინის" საწვავის ავზი ბოლომდე სავსე იყო, მაშინ როდესაც ჩვენი ნახევრად ცარიელი გახლდათ. ასეთ დროს აუცილებელია ბრძოლა, ართმევებზე თამაში. ჩვენ დღეს ეს საერთოდ არ გამოგვივიდა. ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვქონია, ჩვენი შანსი ნულის ტოლფასი იყო."
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..