» » კომენტარები: "ბაიერნი" 1 - 0 "ლაიპციგი"

კომენტარები: "ბაიერნი" 1 - 0 "ლაიპციგი"

20-12-2018, 11:18 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0 36

ოთხშაბათს, 19 დეკემბერს მიუნხენის "ბაიერნმა" 2018 წლის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. გერმანიის "რეკორდმაისტერი" "ალიანც არენაზე" საფეხბურთ კლუბ "ლაიპციგს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1-0 სძლია მეტოქე გუნდს. ამ გამარჯვებით "ბავარიელებმა" ექვს ქულამდე შეამცირეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული სხვაობა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

ნიკო კოვაჩი -"დღეს ყველამ კარგად ნახა, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი გუნდი გვიწევდა პაექრობას. მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა და ელოდებოდა, თუ როდის დავუშვებდით შეცდომას. მოთმინებით თამაში გვმართებდა, ამავე დროს ვიცოდით, რომ ერთო გოლი მატჩის ბედს გადაწყვიტავდა. ჩვენ უკეთესი მომენტები გვქონდა და ვფიქრობ, სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაში განსაკუთრებული სანახაობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა. გუშინ "საგოლე გადაცემა" მივიღეთ და დღეს ამის გამოყენება გვმართებდა. ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. კომპლიმენტები გუნდს!"

თომას მიულერი -"კარგად ვიცოდით თუ რა იდო სასწორზე, რადგანაც გუშინ ტელევიზორში ყველამ ყველაფერი ნახა. ვფიქრობ, ნათელი იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გახლდათ ეს ჩვენი გუნდისათვის. გვსურდა უფრო სწრაფად თამაში. ჩვენი საგოლე მომენტები გაცლებით სახიფათო იყო ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდის მიერ შექმნილი. საბოლოო ჯამში დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ, რისთვისაც დიდი ძალები გავიღეთ. როდესაც ბურთი გვქონდა ბევრს არ ვრისკავდით, რადგანაც "ლაიპციგის" ძლიერი მხარეების შესახებ კარგად ვიცოდით. პირველ ტაიმში შეცდომები დავუშვით და ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ და კვლავ ფორმაში ვიმყოფებით."

რალფ რანგნიკი ("ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი) -"სრული 90 წუთის განმავლობაში ეს თანაბარი ბრძოლა იყო. ბევრი რამ რაც დაგეგმილი გვქონდა, განვახორციელეთ კიდეც. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები ფრედ მთავრდება. დღეს ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა. რომ შევაჯამოთ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ჩვენ სახლში გულდაწყვეტილები წავალთ, მაგრამ ამავე დროს კარგი განწყობის საფუძველიც გვაქვს. დღევანდელი თამაშით ყველას დავუმტკიცეთ, რომ სამართლიანად ვიკავებთ ჩვენს ადგილს, სატურნირო ცხრილში. ახლა ძალთა მობილიზება გვმართებს და შაბათს, "ვერდერთან" კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ."

ტიმო ვერნერი- "ვწუხვარ, რომ დავმარცხდით. ჩვენ ორი სახიფათო მომენტის შემდგომ გავუშვით გოლი. თავიდან პეტერმა მოიგერია ბურთი, თუმცა რიბერიმ მეორე ცდით გუნდის საწადელს მაინც მიაღწია. სანამ ეს მოხდებოდა, ბევრი რამ ჩვენს სასარგებლოდ არ წარმართულა. არ გაგვმართლა. კარგი თამაში ვაჩვენეთ, დღეს ბევრი ბრძოლა იყო."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..