» » Don Balon : კოვაჩი შესაძლოა მოურინიომ შეცვალოს

Don Balon : კოვაჩი შესაძლოა მოურინიომ შეცვალოს

21-12-2018, 11:34 -ss- ჭორები 0 31

პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ჟოზე მოურინიო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, არასახარბიელო შედეგების გამო, მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Don Balon-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა მზად არის ნიკო კოვაჩთან საქმიანი ურთიერთობა ვადაზე ადრე შეწყვიტოს.


მიუნხენის "ბაიერნი" გეგმავს გარკვეულ ცვლილებებს მიმართოს, რაც გუნდიდან ვეტერანი შემტევების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლას უკავშირდება. კლუბი შესაძლოა ასევე დატოვონ, თომას მიულერმა, ხავი მარტინესმა, ჟერომ ბოატენგმა და მატს ჰუმელსმა. ახალი გუნდის შექმნაზე პასუხისმგებლობას კი ჟოზე მოურინიო აიღებს -ამტკიცებს გამოცემა.

ზემოხსენებულ ინფორმაციას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ 55 წლის სპეციალისტის მომსახურებით, მადრიდის "რეალიც" არის დაინტერესებული. შეგახსენებთ, მოურინიო მანჩესტერულ კლუბს 2016 წლიდან წვრთვნიდა. 2,5 წლიანი მუშაობის პერიოდში მან სამი ტიტული მოუპოვა ინგლისურ გუნდს. სხვადასხვა დროს ჟოზე მუშაობდა შემდეგ კლუბებში: "პორტუ", "ჩელსი", მილანის "ინტერი" და მადრიდის "რეალი".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..