» » სალიჰამიჯიჩი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს

სალიჰამიჯიჩი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს

9-01-2019, 15:10 -ss- სიახლეები 0

სალიჰამიჯიჩი ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელიც გუნდთან ერთად ქალაქ დოჰაში იმყოფება, პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა კი, გერმანიის "რეკორდმაისტერში" ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის მომავალს უკავშირდებოდა.

"ჯერჯერობით ყველაფერი იქეთკენ მიემართება, რომ ეს საფეხბურთო სეზონი ფრანკ რიბერისათვის, ბოლო იქნება მიუნხენის "ბაიერნში". ამ კლუბის ისტორიაში იგი გახდა სახე მთელი ეპოქის და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. გვსურს მას და არიენ რობენს მაღალ ნოტაზე გამოვემშვიდობოთ."-განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა ასევე კომენტარი გააკეთა არიენ რობენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და შემდეგი რამ აღნიშნა : "სამწუხაროდ, არიენ რობენი ჯერჯერობით ვერ ახერხებს მთლიან გუნდთან ერთად ვარჯიშს, მაგრამ იგი დაბრუნების გზას ადგას. იგი ძალიან ბევრს მუშაობს ფიტნეს-დარბაზში და ასევე ბურთთან ერთად მოედანზე. მე ვესაუბრე ექიმს და მის ფიზიოთერაპევტს , მათ ამიხსნეს, რომ აუცილებელია მოთმინების გამოჩენა და შემდგომი დაკვირვება"-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი სპორტული დირექტორის სიტყვებს.

წყარო 2
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.