» » ული ჰიონესი კოლეგის გარდაცვალებას გლოვობს

ული ჰიონესი კოლეგის გარდაცვალებას გლოვობს

8-02-2019, 12:14 -ss- სიახლეები 0

ული ჰიონესი კოლეგის გარდაცვალებას გლოვობს
ოთხშაბათს, 74 წლის ასაკში გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ყოფილი მენეჯერი, რუდი ასსაუერი გარდაიცვალა. გერმანიის თასის 1/8 ფინალური შეხვედრა ბერლინის "ჰერტასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის წუთიერი დუმილით დაიწყო. "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი მომხდარ ფაქტს ეხმიანება და შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს.


"რუდი ასსაუერი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მენეჯერი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. "ვერდერში" და "შალკეში" გატარებული პერიოდის დროს იგი დიდ ზეგავლენას ახდენდა მთლიანად ბუნდესლიგაზე. მიუხედავად სპორტული პაექრობისა, ჩვენ ერთმანეთის მიმართ მუდამ უდიდეს პატივისცემას ვიჩენდით. რუდი იყო ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის გქონდა. მისი სიტყვები ბევრს ნიშნავდა, მასთან სიტყვიერი შეთანხმება ზუსტად იმავე ძალის იყო, როგორც ოფიციალური ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, ბევრსაც ვკამათობდით, თუმცა მუდამ შეგვეძლო ერთმანეთის თვალებში ჩაგვეხედა."-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

რუდი ასსაუერი, საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ მენეჯერულ საქმიანობას შეუდგა. 1981-1986 და 1993-2006 წლებში იგი "შალკეს" რიგებში მოღვაწეობდა. ამ გუნდთან ერთად 1997 წელს მან უეფას თასის მოპოვება იზეიმა. ასევე გახდა გერმანიის თასის ორგზის გამარჯვებული 2001 და 2002 წლებში. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ვერდერში" მოღვაწეობას, რუდი ხსენებულ გუნდში 1976-1981 წლებში საქმიანობდა.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..